სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
«« ივნისი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ლეგიონი გუშინ: ვაწაძე და ძალამიძე თასის ნახევარფინალში უთამაშებლად
AutoSharing Option
09:53 02-03-2016
გუშინ, 1-ელ მარტს, ევროპაში რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

უკრაინის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ოლეკსანდრია" შინ დაუზავდა კიევის "დინამოს" - 1:1. მასპინძელთა რიგებში 73 წუთი გაატარა მინდორზე დავით თარგამაძემ.

"დნიპრომ" გასვლაზე 3:0 მოუგო "სტალს". დნეპროპეტროვსკელთა შორის არ უთამაშია საქართველოს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაკრების წევრ სანდრო კობახიძეს.

* * *
დანიის თასის ნახევარფინალშია "ორჰუსი". მათე ვაწაძის გუნდმა მეოთხედფინალში სტუმრად 3:0 მოუგო "სონდერიისკეს". ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო.

* * *
თურქეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალში "რიზესფორმა" "ბაშაქშეჰირი" მიიღო, 1:0 სძლია და რადგან პირველი მატჩიც მოგებული (2:0) ჰქონდა, ნახევარფინალში გავიდა. ამ წარმატების პასიური მონაწილე იყო ნიკა ძალამიძე, რომელიც ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა.

* * *
პოლონურ ექსტრაკლასაში გადაიდო ლაშა დვალის "შლიონსკისა" და "პიასტის" მატჩი.

* * *
ესტონეთის სუპერთასზე "ფლორამ" 3:0 მოუგო "კალიუს". გამარჯვებულთა შორის არ ყოფილა ზაქარია ბეგლარიშვილი.

* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ტაშკენტის "ლოკომოტივი" სტუმრად ფრეს დასჯერდა (1:1) საუდეთის "ალ იტიჰადთან", რომელშიც ცნობილი განელი ნახევარმცველი სალი მუნტარი თამაშობს. უზბეკურ გუნდში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო შუახაზელმა კახა მახარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ika
10:25 02-03-2016
რა შედეგი გინდა ? :D რა გუნდებში არიან და იქაც არ ანახებენ მინდორს :D:D:D