ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჭანტურიას ბუნდესლიგის კლუბში გადასვლის შანსი აქვს?

AutoSharing Option
როგორც სანდო წყარომ გაგვიმხილა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევ გიორგი ჭანტურიას ბუნდესლიგური კლუბები აკვირდებიან და არის შანსი, უახლოეს მომავალში მან ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში გააგრძელოს კარიერა.

ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. ფაქტია, "დუისბურგი" გავარდნის პირასაა და ასეთ დროსაც კი, ჭანტურიას მეტწილად შეცვლებზე უწევს თამაში. თან გუნდიც ვერ არის ისეთი, ჩვენებურის სტილს რომ მოუხდება - უფრო დაცვითი ფეხბურთისკენაა მიდრეკილი, გატანაზე მეტად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს...

მოკლედ, სეზონის დასასრულს უნდა დაველოდოთ.

გუშინ "ლელომ" რამდენჯერმე უნაყოფოდ სცადა ჭანტურიასთან დაკავშირება. იმედია, ის მალე
თავად გაგვარკვევს სიტუაციაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ