მართალია, ამჯერად გიორგის საგოლე პასით თავი აღარ გამოუჩენია, მაგრამ კატალონიური campdesports.cat-ის მტკიცებით, ორივე ტაიმში "ნასტიკის" შეტევები აბურჯანიასგან იწყებოდა.
"ვალიადოლიდს" მუდმივად ორი ფეხბურთელი ჰყავდა მიჩენილი, როცა "ნასტიკი" შეტევებს აბურჯანიას ინიციატივით იწყებდა ორივე ტაიმში, თუმცა ბოლოსკენ ამ შეტევების ინტენსივობამ მოიკლო", - ვკითხულობთ გამოცემის შეფასებაში.
ქვემოთ გთავაზობთ გიორგი აბურჯანიას საინტერესო სტატისტიკურ ფაქტებს
(ჩემპიონატის ოფიციალური
* როდესაც აბურჯანია თამაშობს, "ხიმნასტიკი" არ აგებს - 5 თამაში, 2 მოგება, 3 წაგება.
* თებერვალში აბურჯანიამ გუნდის ოთხივე თამაშში შეუცვლელად ითამაშა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.
* ამ შეხვედრებში აბურჯანიამ 22-ჯერ ჩაჭრა მეტოქის გადაცემები და 4-ჯერ გაიტანა სახიფათო ზონიდან ბურთი.
* პასები - 149 ზუსტი და 23 არაზუსტი, 86% სიზუსტე. მოკლე პასების სიზუსტე - 89%, გრძელი პასების სიზუსტე - 66%. 3 მნიშვნელოვანი პასი (აქედან 2 საგოლე).
* დრიბლინგი - 6 მცდელობა, აქედან 5 წარმატებული.
აბურჯანიას თამაშის არეალი