campdesports.cat: აბურჯანიას წამოწყებულ შეტევებს ორი მეტოქე შლიდა

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკმა" შინ "ვალიადოლიდთან" 1:1 ითამაშა. ამის გამო კატალონიური გუნდი მე-6 ადგილზე დაქვეითდა, თუმცა იმდენივე ქულა (43) აქვს, რამდენიც მე-4 ადგილზე მყოფ "ოსასუნას".

მართალია, ამჯერად გიორგის საგოლე პასით თავი აღარ გამოუჩენია, მაგრამ კატალონიური campdesports.cat-ის მტკიცებით, ორივე ტაიმში "ნასტიკის" შეტევები აბურჯანიასგან იწყებოდა.

"ვალიადოლიდს" მუდმივად ორი ფეხბურთელი ჰყავდა მიჩენილი, როცა "ნასტიკი" შეტევებს აბურჯანიას ინიციატივით იწყებდა ორივე ტაიმში, თუმცა ბოლოსკენ ამ შეტევების ინტენსივობამ მოიკლო", - ვკითხულობთ გამოცემის შეფასებაში.

ქვემოთ გთავაზობთ გიორგი აბურჯანიას საინტერესო სტატისტიკურ ფაქტებს
(ჩემპიონატის ოფიციალური
საიტის მიხედვით).

* როდესაც აბურჯანია თამაშობს, "ხიმნასტიკი" არ აგებს - 5 თამაში, 2 მოგება, 3 წაგება.

* თებერვალში აბურჯანიამ გუნდის ოთხივე თამაშში შეუცვლელად ითამაშა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.

* ამ შეხვედრებში აბურჯანიამ 22-ჯერ ჩაჭრა მეტოქის გადაცემები და 4-ჯერ გაიტანა სახიფათო ზონიდან ბურთი.

* პასები - 149 ზუსტი და 23 არაზუსტი, 86% სიზუსტე. მოკლე პასების სიზუსტე - 89%, გრძელი პასების სიზუსტე - 66%. 3 მნიშვნელოვანი პასი (აქედან 2 საგოლე).

* დრიბლინგი - 6 მცდელობა, აქედან 5 წარმატებული.

აბურჯანიას თამაშის არეალი
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბუ მაგარი ხარ.
გივი
17:06 10-03-2017
0
რას წერთ..არ აგებსო და იქვე 5-ან 3წააგოო
rezi
10:13 01-03-2016
0

სიახლეები პოპულარული