სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
გურამ კაშია: ფეხბურთი მე ასე მესმის...
AutoSharing Option
15:55 24-02-2016
არნემის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას ინტერვიუმ ჰოლანდიის მთავარ საფეხბურთო გამოცემასთან, Voetbal International-თან ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელი არ მოერიდა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკას. მან, რა თქმა უნდა, თავის სიტუაციაზეც ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "ვიტესის" ფანების პროტესტმა გაჭრა და მწვრთნელმა რობ მაასმა ის სასტარტოში დააბრუნა. ჯერ მარჯვენა მცველის პოზიციაზე (3:0 "ჰეერენვენთან"), შემდეგ კი ჩვეულ ცენტრალურ მცველად (2:2 "დე გრააფსხაფთან").

"მაქვს თუ არა მწვრთნელის ნდობა? არ ვიცი. საკუთარი თავის რწმენა არ დამიკ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არგავს, ვიცი, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია", - აცხადებს ჩვენებური, რომელმაც არ იცის, რა პოზიციაზე ითამაშებს "ვილემ II"-თან მატჩში:

"არ ვიცი, რა იქნება. გარანტია არავის აქვს. იგებ თუ აგებ, მნიშვნელობა არა აქვს, ცვლილება ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ასეთია რეალობა და ამ საკითხზე მეტის თქმა არ შემიძლია".

იმავე ინტერვიუში კაშიამ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. ის გაკვირვებულია, როგორ გაუშვა "ვიტესმა" ნიგერიელი ფორვარდი აბიოლა დაუდა "ჰარტსში" მაშინ, როცა ფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დარჩა, დომინიკ სოლანკე და ისიც ტრავმირებულია:

"მწვრთნელს ვკითხე, რატომ წავიდა აბიოლა გუნდიდან. მე ვიცოდი, რომ მას აქ თამაში სურდა. მე ფეხბურთი ასე მესმის, ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი მაინც უნდა გყავდეს. ახლა ჩვენ მხოლოდ ერთი ნამდვილი ფორვარდი გვყავს და ისიც ტრავმირებულია. რა თქმა უნდა, ბრაუნსაც შეუძლია თამაში, მაგრამ ამ დონეზე სათამაშოდ ის მზად არ არის", - განაცხადა ინტერვიუში "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ "ვიტესის" მაისურით 200 ოფიციალური მატჩი გამართა.

Voetbal International-მა რობ მაასის ფორმაციის "ვიტესი" გააკრიტიკა და არასტაბილური დაცვა დაუწუნა. მწვრთნელმა ამაზე კომენტარი გააკეთა:

"ჟურნალის კრიტიკას ვერ მივიღებ - მე მყავს 6 კარგი მცველი, ჩვენი დაცვა მეორე ადგილზეა ჰოლანდიაში და ჩვენ გვაქვს სტაბილურობა", - განაცხადა მაასმა.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.