შოთა არველაძე: პაოკ-ის წარმომადგენლებს ამ დღეებში შევხვდები...

AutoSharing Option
შოთა არველაძეს "ლელო" თურქეთში შეეხმიანა. მას ჯერ ჩავლილი იუბილე მივულოცეთ, მერე კი საქმეზე გადავედით...

გეცოდინებათ, მისი სამსახურით ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი - სალონიკის პაოკ-ია დაინტერესებული. ასევე, ცოტა ხნის წინ, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, შოთას ქვეყნის მთავარი გუნდის გაწვრთნა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

აი, რა უთხრა მან "ლელოს":

"წესით, ბერძნული კლუბის წარმომადგენლებს რამდენიმე დღეში უნდა შევხვდე და ამის შემდეგ უფრო ზუსტად გეტყვით ყველაფერს.

ბოლო დღეებში პირადი საქმეებით ვიყავი
დაკავებული. პაოკ-ისგან ინტერესი ნამდვილად არის და ვნახოთ, რა და როგორ იქნება...

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს... მოდით, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, ახლა აღარ ღირს, ჩავლილი ეტაპია, წარსულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული