სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ვაკო ყაზაიშვილი: მესამე ან მეოთხე ადგილზე გასვლა შეგვიძლია
AutoSharing Option
16:17 22-02-2016
ჰოლანდიის ერედივიზიეს მორიგ ტურში არნემის "ვიტესი" სტუმრად "დე გრააფსხაფს" 2:2 დაუზავდა. ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც ამ შეხვედრაში "ვიტესის" ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, bndestem.nl-ს შემდეგი განუცხადა:

"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ მატჩის პირველი ნახევარი საათი. ამ დროს თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. შემდეგ კი დავკარგეთ აგრესიულობა და კონცენტრაცია, რითაც მეტოქემ ისარგებლა.

საერთო ჯამში, კარგად არ გვითამაშია, "ვიტესს" მეტი შეუძლია. კარგია, რომ ბრწყინვალე გოლის წყალობით საერთოდ არ დავმარცხდით. სიტუაციის მიუხედავად, "ვიტესს" ჯერ კიდევ შეუძლია მესამე-მეოთხე ადგილის დაკავება".

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის 24 ტურია გასული და გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" 37 ქულით მე-6 ადგილზეა. მესამე ადგილზე მყოფ "ალკმაარს" 40 ქულა აქვს.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.