ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გურამ კაშია: არ მესმის როგორ აკეთებს ამას "ბარსელონა", ეს წარმოუდგენელია

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეს 24-ე ტურის წინ, რომელსაც გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" სტუმრად "გრააფსხაპთან" ჩაატარებს, გუნდის ქართველმა კაპიტანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ჰეერევენთან" (3:0) მატჩში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავედით, დამაჯერებლად ვიმარჯვეთ და ამან გუნდს რწმენა დაუბრუნა.

წინ რთული შეხვედრა გველის. ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა და ვფიქრობ, რომ დასახულ მიზანს იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მომდევნო სამ შეხვედრაში ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას დავაგროვებთ.

ზოგადად, ჰოლანდიის ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვება ძალიან რთულია. ამიტომაც ვარ გაოცებული კატალონიის "ბარსელონას" თამაშით. მათთვის სულერთია მადრიდის "რეალს" ეთამაშებიან თუ
"ხიხონს"- აბსოლიტურად ყველა მეტოქეს ერთნაირად ეთამაშებიან. არ მესმის ამას როგორ აკეთებენ, წარმოუდგენელია", - ციტირებს კაშიას Telegraaf.nl-ი.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესი" 36 ქულით მეხუთე ადგილზეა და ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ "გრააფსხაპს" დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხე ადგილზე აინაცვლებს.
ასევე დაგაინტერესებთ