სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჯანო ანანიძე: მამა რომ ცოცხალი იყოს, მასთან აუცილებლად ვისაუბრებდი ფეხბურთზე
AutoSharing Option
12:45 20-02-2016
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად კვიპროსში ემზადება.

ჯანომ, რომელმაც ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ სრულფასოვანი ვარჯიში დიდი ხანი არაა, რაც განაახლა და თამაშს მოწყურებულია, კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ თავისუფალ დროსაც კი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს.

- როგორ ატარებთ წვრთნისა და ვარჯიშისგან თავისუფალ დროს?
- ფეხბურთს ვუყურებ - ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის, ევროპის ტოპ-ლიგების მატჩებს. ხშირად ვურეკავ დედას, მეუღლეს, მეგობრებს. როგორც წესი, მეუღლეს Skype-ით ვეკონტაქტები, რათა ბავშვიც დავინახო. და კიდევ, თუკი მაქვს დრო, ვუსმენ მუსიკას ან კომპიუტერზე FIFA-ს ვთამაშობ.

- როგორი სტილის მუსიკა მოგწონთ?
- სხვადასხვა. ინგლისურიც, ლათინოამერიკულიც და რა თქმა უნდა, ქართულიც. კომპოზიციას განწყობის მიხედვით ვირჩევ. მაგალითად, დღეს გავიღვიძე და მშობლიური სიმღერა ჩავრთე... ხვალ შეიძლება, უპირატესობა სტინგს მივანიჭო.

- როდესაც ნათესავებსა და ახლობლებს ესაუბრები, ფეხბურთზეც მსჯელობთ?
- არა. მხოლოდ ყოფით თემებზე ვსაუბრობთ. აი, მაგალითად, ისინი მეკითხებიან: "ფეხი როგორ გაქვს? თავს როგორ გრძნობ?" ვპასუხობ, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა.

მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აი, მასთან კი აუცილებლად ვისაუბრებდი ფეხბურთზე... როგორც უწინ.

საერთოდ კი, ძნელია ფეხბურთის დავიწყება. სულ მასზე ვფიქრობ - ვიძინებ და ვიღვიძებ ფეხბურთზე ფიქრში. ახლაც, ვმგზავრობ ავტობუსით და ისევ ფეხბურთზე ვფიქრობ.
You must have Flash Player installed in order to see this player.
Kakha
00:26 21-02-2016
მამა ბევრს ნიშნავს და მაგრად იკნებოდა
ბაჩო
19:07 20-02-2016
ამ ბიჭის იმედი ჯერ კიდევ მაქვს როსტოვიში რომ თამაშობდა პირველი იყო და იმედია ისევ აქაჩავს და უფრო მაგარ კლუბში გადავა წარმატებები ჯანოს..!