"ქინქლაძე საკულტო ფიგურაა - "სიტის" ფანებმა საუკეთესოები დაასახელეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Goal.com-ის კორესპონდენტმა სემი ლიმ გადაწყვიტა, "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო 20 ფეხბურთელი შეერჩია. ამისთვის მან "სიტის" გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვის თვლიან ისინი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში ყველა ასაკის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდები, მეტწილად, გუნდის მოქმედ ფორვარდ სერხიო აგუეროზე აკეთებენ არჩევანს, "სიტის" სტაჟიანი გულშემატკივარი კი ქართველ გიორგი ქინქლაძეს ასახელებს.

"გიორგი ქინქლაძე - ნამდვილი საკულტო ფიგურა. ის "სიტიში" 1995 წელს თბილისის "დინამოდან" გადაბარგდა და 1998 წლამდე ითამაშა. მისი სათამაშო სტილით და ლამაზი გოლებით "სიტის" გულშემატკივარი დიდ
სიამოვნებას იღებდა", - წერს კორესპონდენტი ქართველზე, რომელმაც მის მიერ შედგენილ ოცეულში მე-19 ადგილი დაიკავა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივლისში იგივე გამოკითხვა საიტმა manchestereveningnews.co.uk-მა ჩაატარა და მაშინ გულშემატკივართა 68,2%-მა "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძე დაასახელა.

კორესპონდენტის საუკეთესო ოცეულში პირველი ადგილი სერხიო აგუერომ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქვეყნისთვის გამუსადეგარი ადამიანის არაფერი მაინტერსებს.
Lado
13:41 12-02-2016
0
გიო გამოუსედეგარი კი არა იმ პერიოდის საქართველოს უმაგრესი ფეხბურთელია და დაუვიწყარი წუთები აჩუქა ქართველ ხალხს, უბრალოდ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და ამის გამო მასზე მეტად გული არავის არ წყდება. გაუმარჯოს გიორგი ქინქლაძეს!
ssss
14:00 12-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული