"ქინქლაძე საკულტო ფიგურაა - "სიტის" ფანებმა საუკეთესოები დაასახელეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Goal.com-ის კორესპონდენტმა სემი ლიმ გადაწყვიტა, "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო 20 ფეხბურთელი შეერჩია. ამისთვის მან "სიტის" გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვის თვლიან ისინი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში ყველა ასაკის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდები, მეტწილად, გუნდის მოქმედ ფორვარდ სერხიო აგუეროზე აკეთებენ არჩევანს, "სიტის" სტაჟიანი გულშემატკივარი კი ქართველ გიორგი ქინქლაძეს ასახელებს.

"გიორგი ქინქლაძე - ნამდვილი საკულტო ფიგურა. ის "სიტიში" 1995 წელს თბილისის "დინამოდან" გადაბარგდა და 1998 წლამდე ითამაშა. მისი სათამაშო სტილით და ლამაზი გოლებით "სიტის" გულშემატკივარი დიდ
სიამოვნებას იღებდა", - წერს კორესპონდენტი ქართველზე, რომელმაც მის მიერ შედგენილ ოცეულში მე-19 ადგილი დაიკავა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივლისში იგივე გამოკითხვა საიტმა manchestereveningnews.co.uk-მა ჩაატარა და მაშინ გულშემატკივართა 68,2%-მა "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძე დაასახელა.

კორესპონდენტის საუკეთესო ოცეულში პირველი ადგილი სერხიო აგუერომ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც ყიფიანის თამაში ახსოვს, ის ქინქლაძეს პირველ ფეხბურთელად არ დაასახელებს. ყიფინი და მისი დინამო მოედნზე ბოლომდე იხარჯებოდნენ, ესენი კი, იყვნენ ვარკვლავბიჭუნები და იმადვე დარჩნენ.
ასე რომ ძაანაც ნუ გაიგიჟებთ თავს :დ
მანჩესტერ–სიტი თუ არა ეგეც არ იყოს ახლა რეალი ან ბარსელონა, ან თუნდაც იუნაიტედი და ა.შ...
Lado
12:29 13-02-2016
1
ქინქლაძე მართლაც უძლიერესი ფეღბურთელი იყო.და ძალიან მიკვირს რომ სიტიზე მაგარ გუნდში ვერ მოხვდა, თუმცა ყველაზე მაგარი მაინც დავით ყიფიანი იყო
guram
06:40 13-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული