საუკეთესო კითხვის ავტორი გიორგი არაბიძისგან მაისურს მიიღებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გიორგი არაბიძეა.

საუკეთესო კითხვის ავტორი არაბიძისგან საჩუქრად მაისურს მიიღებს. საუკეთესო კითხვას კი თავად ფეხბურთელი შეარჩევს.

გიორგისთან კითხვების დასმა უკე დღეიდან არის შესაძლებელი. კითხვების მიღება 16 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს.

კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა გიორგი არაბიძეს

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარში" ზაფხულში გადავიდა. თავდაპირველად, გიორგი უკრაინული გუნდის ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, თუმცა პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გიორგის მალევე მისცა მთავარ გუნდში
თავის გამოჩენის შანსი. არაბიძემ მთავარ გუნდში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და გუნდს ესპანურ შეკრებაზეც გაჰყვა. ამას წინათ კი "შახტარმა" ის ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის გუნდის განაცხადში შეიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გორის დილასგან და დინამოსგან როგქონდეს შემოთავაზება რომელ გუნდში წახვალ
jorji
17:11 12-02-2016
0
წარმატებები და მალე უკეთესი ჩემპიონატის წამყვან კლუბში მენახე, წამყვან ფეხბურთელად!
შოთა
15:20 11-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული