გიორგი აბურჯანია: ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება სწორედ მე დამიწერეს...

AutoSharing Option
ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია ფამაგუსტას "ანორთოსისიდან" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ ტარაგონას "ხიმნასტიკიში" ახლახან, იანვარში გადავიდა.

21 წლის საყრდენი ნახევარმცველი ახალი გუნდის ფორმით პირველად 23-ე ტურში, "ტენერიფესთან" მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა. ბოლო ტურში კი, "ჟირონასთან" (1:1 სტუმრად), ტარაგონელთა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე მორენომ ქართველი სულაც ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელადაც ათამაშა.

აბურჯანიამ მწვრთნელისა და "ხიმნასტიკის" ქომაგთა იმედები გაამართლა. ის მოედანზე ერთ-ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამორჩეული იყო. 29-ე წუთზე აბურჯანია საკუთარი ნახევრიდან ბურთიანად დაიძრა მეტოქის საჯარიმოსკენ და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ხოსე ნარანხო, რომელმაც შანსი გოლად აქცია. მასპინძლებმა ანგარიში 78-ე წუთზე, პენალტით გაათანაბრეს.

სოციალურ ქსელში გიორგი აბურჯანიას ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ თანაგუნდელთა შორის მან ყველაზე მაღალი შეფასება - 7,7 მიიღო. გუშინ მას ესპანეთში დავუკავშირდით. აბურჯანიამ ინფორმაცია დააზუსტა.

"როგორც აქაურებმა მითხრეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის მატჩებს აშუქებს და შეფასებებსაც აკეთებს. რამდენადაც ვიცი, არა მხოლოდ "ხიმნასტიკში", არამედ ორივე გუნდში სწორედ მე დამიწერეს საუკეთესო შეფასება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

რაც შეეხება ადაპტაციას, ვერ ვიტყვი, რომ უკვე დავასრულე ეს პროცესი და გუნდს სრულად შევეგუე. აქაურ ფეხბურთსა და ახალ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვეჩვევი. მაგრამ იმედი მაქვს, მალე საბოლოოდ გავშინაურდები და გუნდს უფრო წავადგები.

ისე, "ჟირონასთან" უნდა მოგვეგო, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დასანანია, რომ ქულები დავკარგეთ. არადა, ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადასვლა შეგვეძლო", - ამბობს აბურჯანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები გიორგი,მაგრამ მე2 ტაიმი ვერ იყო კარგი.ფიზიკა,სისწრაფეებში კარგი მწვრთნელი გჭირდება
ზაზა
18:01 09-02-2016
0
ხო არ უთქვია არა საუკეთესო ვიყავიო... უბრალოდ თქვა საუკეთესო შეფასება დამიწერესო
gakho
17:40 09-02-2016
0
კვიპროსის შემპი ტრამპლინია ვინც გამოიყენებს!!!რუსეთში თამაშს სეგუნდაში თამაში სჯობს
:)))
14:53 09-02-2016
0
ეტყობა კარგად არ იცნობთ გიორგის ის ძალიან შრომის მოყვარე სპორცმენია და დარწმუნებული ვარ თავში არასდროს არ აუვარდება. წარმატებები აბუუუ
0
გაიხარე და გაგვახარე აბუ , წარმატებები !
beqnu
13:44 09-02-2016
0
ამასაც თუ არ აუარდა თავში....
rezi
12:40 09-02-2016
0
სიახლეები პოპულარული