ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურია მხოლოდ სამი წუთით...

AutoSharing Option
გუშინ, 8 თებერვალს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "დუისბურგი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "არმინიასთან".

წაგებულთა შემადგენლობაში მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე ეროვნული გუნდის შემტევი გიორგი ჭანტურია.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატის "ქართულ" მატჩში "ანორთოსისმა" "პაფოსს" უმასპინძლა და შავი დღე აყარა - 5:1. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო ირაკლი მაისურაძემ. სტუმართა შორის კი ასევე შეუცვლელად გაისარჯა ლევან ხმალაძე.

* * *
"რუბინმა" ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 სძლია ბულგარულ "ლიტექსს". ყაზანურ გუნდში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

ასევე დაგაინტერესებთ