ჯაბა ლიპარტიამ ბათუმის "დინამოს" გაუტანა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ტესტ-მატჩი გამართა უკრაინულ "ზორიასთან" და პრემიერლიგის წარმომადგენელთან - 0:3 დათმო.

ამ შეხვედრის პირველი ტაიმი ითამაშა უკრაინელთა შემტევმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ, რომელმაც მეორე წუთზე გახსნა ანგარიში და "ზორიას" ოფიციალური საიტის ცნობით, ძალიან აქტიური იყო და ბევრი ართმევა განახორციელა.

მეორე ტაიმში "ზორიამ" შემადგენლობა მთლიანად გამოცვალა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბმა სამივე გოლი პირველ 15 წუთში გაუშვა.

ეს ბათუმელთა მეოთხე ამხანაგური მატჩი იყო. შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში მათ "იაგელონია" 1:0 დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული