სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
Radio Tarragona: დღეს "ხიმნასტიკის" ფანების ახალი კერპი დაიბადა [VIDEO]
AutoSharing Option
17:13 08-02-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
Radio Ciutat de Tarragona-ს ვებსაიტზე კატალონიური დერბის (ხირონა-ხიმნასტიკი 1:1) რადიორეპორტაჟის შემდეგ დაწერეს:

"გიორგი აბურჯანია - დღეს "ხიმნასტიკის" ფანების ახალი კერპი დაიბადა. ცენტრალურმა ნახევარმცველმა კარგად ითამაშა, ხოლო მისი საგოლე პასი დაუვიწყარი იყო".

ქართველი ახალწვეული გიორგი აბურჯანია, რომელიც პირველად თამაშობდა "ნასტიკის" სასტარტოში და საგოლე პასიც მიითვალა, შეაქო ჟურნალისტმა რაულ მუქსაჩმაც:

"აბურჯანიამ და მადინდიმ "ხირონას" ფეხბურთელებს ცენტრი მოუგეს. აბურჯანიას დიდებული მატჩი ჰქონდა, საგოლე პასის გარდა, შესანიშნავი მომენტიც ჰქონდა, როცა მეკარემ ფეხით აუღო".

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია კვიპროსული "ანორთოსისიდან" გადავიდა "ხიმნასტიკში". მან მეორედ ითამაშა სეგუნდა დივიზიონში, პირველად სასტარტოში და პირველი საგოლე პასიც მიითვალა.
fanat
12:53 09-02-2016
ეს ერთი და სხვა მრავალი.........
qartveli
12:07 09-02-2016
მარგალ ირო მანგარ!!!;)