ჯანო ანანიძე ესპანურ შეკრებაზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელიც რუსულ კლუბთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, საკონტროლო თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა განაცხადა.

"ჯანო გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. ამ შეკრებაზე ის არ ითამაშებს, აი შემდეგზე კი, რომელიც კვიპროსში გვექნება - შეიძლება. თუ პირველ შეხვედრაში არა, მეორეში მაინც ითამაშებს", - ციტირებს რუსული კლუბის სიტყვებს championat.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ჯანო საქართველო-შოტლანდიის თბილისური მატჩისას დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. მერე იყო მარცხენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის
ოპერაცია და რეაბლიტაციის პროცესი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული