ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: გურამ კაშია "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა

AutoSharing Option
დღეს, 6 თებერვალს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 22-ე ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" "ალკმაარს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში გუნდის კაპიტანი გურამ კაშია გამოჩნდა, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. შეუცვლელად ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმაც.

ჩატარებული 22 შეხვედრის შემდეგ არნემელები 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.
ასევე დაგაინტერესებთ