სანდრო კობახიძის გუნდი ლუცკის "ვოლინი" არსებობას შეწყვეტს

AutoSharing Option
უკრაინული საფეხბურთო კლუბი ლუცკის "ვოლინი", რომლის ღირსებასაც იჯარის წესით სანდრო კობახიძე იცავდა, სეზონის დასრულების შემდეგ არსებობას შეწყვეტს.

პორტალ Tribuna-ს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს დავალიანების გასტუმრებას, რომელიც 3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და გაკოტრების პროცედურის დაწყებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, "ვოლინის" ნაცვლად, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატს ჩაამთავრებს, ახალი კლუბის შექმნა იგეგმება. სავარაუდოდ, მას "ტორპედო" ერქმევა და ასპარეზობას მეორე ლიგაში დაიწყებს.

მანამდე ფიფამ "ვოლინი" ყოფილი მოთამაშეებისთვის დავალიანების გადაუხდელობის გამო 12 ქულის ჩამოკლებით დასაჯა. ამ გადაწყვეტილებამდე გუნდი უკრაინის პრემიერლიგაში მეხუთე ადგილს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა სეზონის პირველი ნაწილი იჯარით "ვოლინში" გაატარა, ამ ზამთარს კი "დნიპროს" თურქულ შეკრებაზე გაჰყვა. სანდრომ იქ მხრის ტრავმა მიიღო და ამჟამად თბილისში მკურნალობს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდში განაახლებს სეზონს კობახიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული