Transfermarkt საბა კვირკველიას უკვე 5 მილიონად აფასებს

AutoSharing Option
სატრანსფერო ფასები მუდმივი არაა - ის სულ იცვლება და ცხადია, ჩვენთვის საინტერესოა ამ დინამიკისთვის თვალყურის დევნება. ამით, გარკვეულწილად, გასაგები ხდება, როგორია ევროპულ ბაზარზე ქართველი ფეხბურთელების შეფასება...

გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, წელიწადზე მეტია, რაც ქართველ ფეხბურთელებში ლიდერი საბა კვირკველიაა. ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ცენტრალური მცველი 2009 წელს ისე წავიდა რუსეთში, საქართველოს არც უმაღლეს და არც პირველ ლიგებში არ უთამაშია.

2009-10 წლებში ის სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, 2010 წელს კი ყაზანის "რუბინი 2-ში" ჩაირიცხა. მაშინ 18 წლის ქართველი ახალგაზრდას ფასი
100 ათას ევროს არ სცილდებოდა. ცხადია, მის სატრანსფერო ფასზე დიდად ვერც პირველი ლიგის "ნეფტეხიმიკში" იჯარით გადასვლამ იმოქმედა. მაგრამ, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს აუცილებელი და საჭირო ნაბიჯი იყო. ყაზანში დაბრუნებული ქართველი "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის მიუხედავად, სასტარტო თერთმეტეულის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

მას შემდეგ Transfermarkt-ი კვირკველიას ყოველწლიურად უმატებდა ფასს. 2015 წელს ეს ფასი მკვეთრად გაიზარდა, წლეულს კი უკვე 5 მილიონი ევრო გახდა. ამით კვირკველიამ საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა.

საინტერესოა, რომ "რუბინში" 5 მილიონად მხოლოდ რუსეთის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი მაგომედ ოძოევი ფასობს. გაცილებით ნაკლები შეფასებები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების წევრებს - გიოქდენიზ ყარადენიზს (თურქეთი - 0,7), კარლოს ედუარდოს (ბრაზილია - 3,5), მარკო დევიჩს (უკრაინა - 2,8), მიო ცაკტაშს, რომელსაც ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია (3,0), დენიარ ბილიალეტდინოვს (რუსეთი - 1,0)...

საქართველოს ნაკრების სხვა მოთამაშეების ფასები ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი კლ მლნ. ევ
გიორგი ლორია კრილია 1,00
ნუკრი რევიშვილი მორდოვია 0,80
გიორგი მაკარიძე ფეირენშე 0,35
საბა კვირკველია რუბინი 5,00
გიორგი გველესიანი დინამო თბ 0,20
გურამ კაშია ვიტესი 3,00
გია გრიგალავა უგუნდოდ 1,80
ალეკო ამისულაშვილი დინამო თბ 0,45
გიორგი ნავალოვსკი სკა ენერგია 0,25
უჩა ლობჟანიძე დინამო თბ 0,65
ოთარ კაკაბაძე დინამო თბ 0,45
ჯაბა კანკავა რეიმსი 3,00
მურთაზ დაუშვილი კარპატი 0,60
მათე ცინცაძე დინამო თბ 0,55
ლუკას ჰუფნაგელი ფრაიბურგი 0,30
სანდრო კობახიძე დნიპრო 1,20
ვალერი ყაზაიშვილი ვიტესი 3,00
თორნიკე ოქრიაშვილი ესქიშეჰირი 2,00
ჯანო ანანიძე სპარტაკი 2,00
გიორგი ჭანტურია დუისბურგი 0,80
ლევან მჭედლიძე ემპოლი 0,60
მათე ვაწაძე ორჰუსი 0,50
ბაჩანა ცხადაძე უგუნდოდ 0,37
ნიკოლოზ გელაშვილი დინამო თბ 0,22

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეგზური! კარგი იდეაა.

ჟურნალისტებო! როდესაც ქართველ ფეხბურთელებზე წერთ, სასურველია მიუთითოთ რამდენად ასრულებს თანამედროვე ნორმატივებს (მაგ: 30 მეტრს რამდენ წამში ფარავს).
გუჯა კახაძე
11:21 08-02-2016
0
Cxadadze ugundod da nakrebshi idzaxebda mama.texavs magrad sagol kobi
Beqa
22:55 07-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული