[ექსკლუზივი] შოთა არველაძე ბერძნულ პაოკ-ს ჩაიბარებს?

AutoSharing Option
"ლელოს" წინა ნომერში გაცნობეთ, რომ შოთა არველაძის სამსახურით ერთ-ერთი ბერძნული გუნდი იყო დაინტერესებული. როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, ეს გუნდი ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი - პაოკ-ია.

ამ დროისთვის საქმე ასეა: სალონიკურ კლუბს ახლო წარსულში ცნობილი ხორვატი ფეხბურთელი იგორ ტუდორი თავკაცობდა. ის გუნდიდან წავიდა. დროებით გუნდი ვლადან ივიჩს ჩააბარეს.

ხორვატული და ბერძნული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ ბოლო დროს ტუდორს ძალიან აერია ურთიერთობა გულშემატკივრებთან, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ კი მას საფეხბურთო ხულიგნების 100-კაციანმა ბრიგადამაც შეუტია. ამასთან, ტუდორს უთანხმოება ჰქონდა გუნდის ბულგარელ ლეგიონერთან, ვეტერან დიმიტარ ბერბატოვთან.

საინტერესოა, რომ ცვლილებები პაოკ-ის მმართველ რგოლსაც შეეხო. კლუბის პრეზიდენტი იაკობუს ანგელიდისი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჩანს, სალონიკურ კლუბში დატრიალებული ამბების მიზეზი ის არის, რომ საბერძნეთის ჩემპიონატში პაოკ-ს მხოლოდ მეოთხე ადგილი უჭირავს.

ბერბატოვის გარდა, სადღეისოდ გუნდის ლიდერებად ითვლებიან ალექსანდროს ციოლისი, მიგელ ვიტორი, ერგის კაცე და გუნდის კაპიტანი სტეფანოს ათანასიადისი.

რაც შეეხება შოთას, მოგეხსენებათ, ის ბოლოს თურქულ "ტრაბზონსფორს" წვრთნიდა...

რა თქმა უნდა, ბერძნულ კლუბს ჩვენი დასაწუნი არაფერი სჭირს. ეგაა, პაოკ-ში ვერ არის მთლად სტაბილური სიტუაცია და ზოგადად, ბერძნულ საკლუბო ფეხბურთშიც ხშირია ფინანსური თუ სხვა სახის სკანდალები.

ცხადია, ეს შოთამაც იცის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს 42 წლის სპეციალისტი რეალური წინადადების შემთხვევაში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საიდან იგონებთ რო ტუდორი გადადგა არველაძე ნეტა მივიდეს კარგია რო ქართველი იქნება კაი გუნდის სათავეში,მაგრამ წესივრად დაწერეთ ტუდორი არსად არ წასულა
გიორგი
12:39 16-02-2016
0
არ არის მართალი.კლუბის მფლობელმა,სხვათაშორის საქართველოში დაბადებულმა და რუსეთში მოღვაწე მილიონერმა ივან სავიდისმა გუშინწინ თქვა რომ მწვრთნელი დარჩება ტუდორი და მთლიანად ვენდობიო და ამ ტემაზე წერტილია დასმულიო...
ასეა ეს
16:05 04-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული