ლეგიონი გუშინ: ვაკო ყაზაიშვილი საკმარისი არ იყო...

AutoSharing Option
27 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიეს მორიგ ტურში "ვიტესმა" მიიღო "ზვოლე" და ვერ მოუგო - 1:1.

არნემელთა მწვრთნელმა რობ მაასმა "ტრადიციას" არ უღალატა და გურამ კაშია კვლავ თადარიგში დატოვა, ვაკო ყაზაიშვილი კი ძირითადში იყო და ბოლომდეც ითამაშა, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

* * *
პორტუგალიის ლიგის თასის ჯგუფურ ეტაპზე "ფეირენშემ" (II ლიგა) "პორტუს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ჩვენებური მეკარე გიორგი მაკარიძე თადარიგში იყო.

* * *
გუშინვე ქართველები ამხანაგურ მატჩებშიც გამოჩნდნენ. ლაშა დვალის "შლიონსკი" (პოლონეთი) ჩეხურ "ოსტრავასთან" ფრეს დასჯერდა - 1:1. საქართველოს
ნაკრების 20 წლის მცველმა ამ შეხვედრაში სრულად ითამაშა.

პრაღის "სლავიამ" ჩინური "ჯანგსუ სანინგი" გაანადგურა - 5:1. ჩეხურ გუნდში ლევან ყენია 77-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

მეორე ტაიმი ითამაშა მათე ვაწაძემ "მიდტიულანდისა" და "ორჰუსის" სპარინგში, რომელიც 1:1 დასრულდა. ვაწაძის "ორჰუსი" 72-ე წუთზე კი დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული