სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ლეგიონის უქმეები: "რეიმსი" ჯაბა კანკავას საგოლე პასმა იხსნა [VIDEO]
AutoSharing Option
09:29 25-01-2016
ვაკო ყაზაიშვილი "აიაქსის" წინააღმდეგ; ჯაბა კანკავას საგოლე პასი ფრანგულ ლიგა 1-ში; იმედგაცრუება გერმანიაში - ეს ქართული ლეგიონის მთავარი თემებია ამ უქმეებზე.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" უკვე გასავარდნ ზონაში იყო დაშვებული, როცა "სენტ ეტიენს" დაუხვდა და ამ ზონაში დარჩებოდა, რომ არა ჯაბა კანკავას საგოლე პასი 89-ე წუთზე. ქართველის პასით მანდიმ გაათანაბრა - 1:1.

ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და არც ამჯერად მიუღია ყვითელი ბარათი. ეს კანკავას პირველი საგოლე პასია ლიგა 1-ში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰოლანდია. ერედივიზიე. არაფერი იცვლება გურამ კაშიასთან დაკავშირებით, კაპიტანმა ისევ სათადარიგოთა სკამზე გაატარა მთელი დრო. ამჯერად, ის ბოლო წუთზეც არ შეუყვანიათ სიმბოლურად. "ვიტესი" კი "აიაქსთან" 0:1 დამარცხდა.

ვაკო ყაზაიშვილმა, რომელსაც უყვარს ხოლმე "აიაქსის" გამწარება, ამჯერად, თავი ვერაფრით გამოიჩინა. მან 90 წუთი გაატარა მოედანზე. ვაკო აქტიურობდა, პირველ ტაიმში გაიტანდა კიდეც, მცველ მაიკ ვან დერ ჰოორნს რომ არ ეყოჩაღა.

ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიას დებიუტი გადაიდო - "ჟიმნასტიკი" "ალბასეტეს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე კვლავ სათადარიგო იყო, "ემპოლი" კი შინ 2:2 დაუზავდა "მილანს".

ლეგა პრო. "ტუტოკუოიომ" შინ 0:2 წააგო "პონტედერასთან". წაგებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ირაკლი შეყილაძემ.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. "ბრენტფორდის" მთავარ გუნდს დაუბრუნდა აკაკი გოგია, რომელმაც სარეზერვო გუნდში სამი გოლის გატანა შეძლო, თუმცა ქართველი მხოლოდ სათადარიგო იყო "ბრენტფორდის" საგარეო გამარჯვებაში "პრესტონთან" - 3:1.

გერმანია. III ლიგა. სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩვენი იმედები, "ვერდერის" პირველ გუნდთან ერთად შეკრებაზე წასული გიორგი პაპუნაშვილი ისევ დუბლებში დააბრუნეს. მან 79-ე წუთამდე ითამაშა ""ჰოლშტეინთან" 2:1 მოგებულ თამაშში.

პორტუგალია. სეგუნდა. რომ არა გიორგი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაკარიძის
"სეივი" 86-ე წუთზე, "ფეირენშე" "მაფრასთან" საგარეო მატჩში დამარცხდებოდა - 1:1.

ავთო ებრალიძის (63-ე წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტე" კი მოულოდნელად 0:3 განადგურდა "კოვილიასთან".

თურქეთი. სუპერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირმა" სტუმრად "სივასი" 2:1 დაამარცხა. ქართველი სათადარიგო იყო.

ნიკა ძალამიძე "რიზეს" განაცხადში არ იყო, მისი გუნდი სტუმრად "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა.

საბერძნეთი. სუპერლიგა. "ლევადიაკოსი" "პანათინაიკოსთან" 0:2 დამარცხდა. გიორგი მერებაშვილი სასტარტოში იყო, ის 75-ე წუთზე შეცვალეს.

კვიპროსი. "ანორთოსისმა" შინ 3:2 დაამარცხა "აპოლონი". ირაკლი მაისურაძე მასპინძლებს მე-40 წუთიდან შეეშველა.

"ახნასი" შინ დაუზავდა "პაფოსს" - 1:1. ძმები გრიგალაშვილები ერთად ჯერ ვერ ვიხილეთ, ექსპაფოსელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო შოთა განაცხადში ვერ მოხვდა. სათადარიგო იყო რევაზ ბარაბაძე.

"პაფოსში" შემორჩენილმა ერთადერთმა ქართველმა ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშა.

თემურ ქეცბაიას აპოელ-მა სტუმრად 1:0 დაამარცხა აელ-ი. ქართველი მწვრთნელის გუნდი 44 ქულით მესამე ადგილზეა.

ამხანაგური თამაშები
გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" "ფოლოს" 3:0 მოუგო. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმი ითამაშა.

ლევან ყენიას არ უთამაშია "სლავიასა" და "ვიშეჰრადის" მატჩში, რომელიც პრაღელებმა 5:1 მოიგეს.

მათე ვაწაძის "ორჰუსი" "ვიბორგთან" 0:2 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა I ტაიმი ითამაშა.

"დნიპროს" რიგებში "ციურიხთან" თამაშის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო სანდრო კობახიძემ და მას თამაში აღარ გაუგრძელებია, მხარი დაიზიანა.

"კრილია სოვეტოვი" გაერთიანებულ საემიროებში ჩინურ "ჰენანს" დაუზავდა - 0:0, გიორგი ლორიამ მეორე ტაიმი ითამაშა.

დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" თურქულ შეკრებაზე 0:0 დაუზავდა ბულგარულ "მონტანას". ჩვენებურმა მეორე ტაიმი ითამაშა.

ტაშკენტის "ლოკომოტივის" რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა კახა მახარაძემ, უზბეკურმა გუნდმა კი სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრები 2:0 დაამარცხა.

"კარლსრუესთან" თამაშში "ფრაიბურგი" დამარცხდა 0:1 და თან ქართველი ლუკას ჰუფნაგელი დაკარგა ტრავმის გამო. არადა, ის შეცვლაზე შევიდა, მაგრამ თავად გახდა შესაცვლელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gizog
10:33 27-01-2016
ჯაბა, გილოცავ და გისურვებ პასებთან ერთად გოლებიც ბევრი გაგეტანოს აი ისეთი გერმანელებს, რომ გაუტანე. გაიხარე ჯაბა!
saba
16:52 25-01-2016
ეჰ ძალამიძისს როგორი იმედი მქონდა