[ექსკლუზივი] "ცხინვალმა" ნიკა კაჭარავა "როსტოვში" უფასოდ გაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "როსტოვთან" გააფორმა და უკვე დებიუტიც ჰქონდა ტესტ-მატჩში. კაჭარავა, რომელსაც 22 წელი ახლახან შეუსრულდა, ბოლოს "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც 15 მატჩში გატანილი 13 გოლით უმაღლესი ლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა კლუბმა ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ "ცხინვალს" 300 000 ლარი გადაუხადა.

ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია ნიკას მამასთან, ს.კ "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან გადავამოწმეთ.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოში არ აღმოჩნდა გუნდი, რომელშიც ნიკას თამაშის
შესაძლებლობა ექნებოდა. არ ვგულისხმობ "ცხინვალს"... აქ მან უხელფასოდ ითამაშა 6 თვე, მერე კი ხელფასიც ჰქონდა და გუნდმაც წარმატებას მიაღწია...

რაც შეეხება "როსტოვში" მისი ტრანსფერის ფასს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია "ტრანსფერმარკტის" მონაცემებს ეყრდნობოდა. "როსტოვი" ფულს თუ გადაიხდიდა, ყველაზე მეტად ეს ჩვენ გაგვიხარდებოდა, მაგრამ... ნიკა რუსულ კლუბში უფასოდ წავიდა.

ძნელია, საქართველოს ჩემპიონატში რეალურად 300 000-იან ტრანსფერზე ვინმემ რეალურად იმსჯელოს.

მინდოდა, "რუბინიდან" დაბრუნებული ნიკა ისეთ გუნდში წასულიყო, სადაც თამაშის საშუალება ექნებოდა. საქართველოში წელიწად-ნახევარი ითამაშა  და უკვე დრო იყო მისი აქედან წასვლის. მართალია, მას "ცხინვალთან" კონტრაქტი კიდევ 6 თვით აკავშირებდა, მაგრამ "ცხინვალმა" ხელი აღარ შეუშალა.

"როსტოვის" მწვრთნელი "რუბინის" ყოფილი მწვრთნელია. ის ნიკას ჯერ კიდევ მანდ ათამაშებდა, ყველა შეკრებაზე თავისი ხარჯებით მიჰყავდა და ახლაც სწორედ მან ისურვა მისი წაყვანა", - გვითხრა კახა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საქართველოდან ფეხბურთელა ამ ეტაპზე არავინ იყიდის, ამიტომ ხელი არ უნდა შეუშალოთ.თუ გაყიდვა გინდათ Mაშინ მიეცი 5000ევროზე მეტი ხელფასი და კონტრაქტის თითო წელზე 20000ევრო პადიომნი, მოგებაზე პრემია,გოლზე პრემია დააზღვიეთ Fეხბურთელები და მათი ოჯახის წევრები. როცა კლუბები წყვეტენ კონტრაქტს მაშინ რატომ არ იღებთ ხმას7
jorji
10:32 24-01-2016
0
მაყუთი მოტეხეს ხალხოოო. რუსებისთვის 300000 ლარი ჯიბის ხურდაა ანუ არ დაეზარებოდათ გადახდა როდესაც გადაწყვიტეს რომ აეყვანათ ფეხბურთელი მაგრამ ვიგაცებმა გადაწყვიტეს რომ საკუთარი ჯიბისკენ მიემართათ ეს ფული და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვეს კაჭარავა ხოდა ის ფულიც გაინაწილესს .
j......
22:52 23-01-2016
0

სიახლეები პოპულარული