სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ვიქტორ სკრიპნიკი: პაპუნაშვილს ფიზიკურად მომძლავრება სჭირდება
AutoSharing Option
18:07 18-01-2016
ბრემენის "ვერდერმა" ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი თურქულ შეკრებაზე პირველ გუნდთან ერთად წაიყვანა. ჩვენებურმა უკვე ორი შეხვედრა გამართა "ვერდერის" შემადგენლობაში და გოლიც გაიტანა.

kreiszeitung.de-სთან ინტერვიუში "ვერდერის" უკრაინელ თავკაცს, ვიქტორ სკრიპნიკს სხვებთან ერთად 20 წლის ქართველიც შეაფასებინეს:

"მან "აუეს" წინააღმდეგ სუპერგოლი გაიტანა. ქართველმა მაღალი ტექნიკაც გამოავლინა, თუმცა მას აქვს სისუსტეებიც - ის არც ისე სწრაფია და ორთაბრძოლებსაც აგებს. პაპუნაშვილს ფიზიკურად მომაგრება სჭირდება, მაგრამ ჩვენ მას დავაკვირდებით", - განაცხადა სკრიპნიკმა.
iura
09:56 20-01-2016
ვაა ცუდად შეუფასებია((
datoii
21:34 18-01-2016
ხო და ამაშია პრობლემა,რით ვერ მოძლიერდა, შრომაა საჭირო ბიძია შრომა და კიდევ შრომა, მარტო ნიჭი აღარაა საკმარისი რით ვერ გაიგეს ამდენ ხანს?