ნიკა კაჭარავა: ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ "როსტოვის" ქომაგს

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ კონტრაქტი რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "როსტოვთან" გააფორმა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

კაჭარავა, რომელსაც 22 წელი ახლახან შეუსრულდა, ბოლოს "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც 15 მატჩში გატანილი 13 გოლით უმაღლესი ლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება მის ახალ გუნდს, ცნობილი სპეციალისტის, ყურბან ბერდიევის გაწვრთნილ "როსტოვს" რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეორე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "როსტოვის" ღირსებას იჯარით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე იცავდა, რომელთან ერთადაც რუსეთის თასის მფლობელი გახდა.

ამჟამად ქართველი
თავდამსხმელი "როსტოვთან" ერთად შეკრებაზეა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ნიკამ რუსული კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა:

"მამაჩემი (რედ. კახა კაჭარავა) ფეხბურთელი იყო, რამაც განაპირობა კიდეც ჩემი ცხოვრებისეული გზის არჩევანი. 11-12 წლისა ნახევარდაცვაში ვირჯებოდი, მაგრამ მოგვიანებით უკვე თავდასხმაში დავიწყე თამაში.

ბერდიევთან უწინ "რუბინში" ყოფნის დროს მიმუშავია და ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მწვრთნელი ენდობა. პირველ რიგში, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ამ გუნდში. ამასთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია, რადგან გუნდში ადგილის მოსაპოვებლად კარგ მეტოქეებთან ჭიდილშია შესაძლებელი განვითარება.

"რუბინში" ნავასთან ერთად მითამაშია. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მიხარია, რომ აქაა. ის სწრაფად ადაპტაციაში მეხმარება.

რუსეთის ჩემპიონატს თვალს ვადევნებდი და "როსტოვის" ბევრ მატჩს ვუყურე. ვფიქრობ, გუნდი კარგად თამაშობს. რაც მთავარია, "როსტოვი" ამბიციური გუნდია და ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.

თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ "როსტოვს" ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს და ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ მათ.

დონის როსტოვი თბილისს წააგავს. ალბათ, აქაც გულღია ადამიანები ცხოვრობენ და გაშინაურებას სწრაფად მოვახერხებ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
გულღია კი არა განგსტერები ცხოვრობენ არ გაგიგონია ქემაინც როსტოვის კრიმინალურ ინდუსტრიაზე.
dyablo
15:27 15-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული