სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
სანდრო კობახიძე: "დნიპროს" შეკრებაზე მივყვები, მერე გამოჩნდება, რა და როგორ....
AutoSharing Option
15:02 14-01-2016
საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი სანდრო კობახიძე დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ბრუნდება. ამის თაობაზე მან "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მოგეხსენებათ, ის კონტრაქტით სწორედ "დნიპროს" საკუთრებაა და სეზონის პირველი ნაწილი ლუცკის "ვოლინში" ჩაამთავრა, სადაც აშკარა ლიდერი იყო და გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს...


- სანდრო, ხომ არ არის რაიმე სიახლე თქვენს კარიერაში?
- კი, სიახლე არის. "დნიპროს" მივყვები შეკრებაზე. მერე გამოჩნდება, რა და როგორ იქნება.

- "ვოლინის" შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდით. ეს, ალბათ, ძალიან სასიამოვნოა თქვენთვის...
- გამოკითხვაში გავიმარჯვე და, რა თქმა უნდა, ამან ძალიან გამახარა. ფეხბურთელისთვის მთავარი ჯილდო ხომ მაყურებლის ტაში და აღიარებაა. მთლიანობაში, ჩემი თამაშით არ ვარ უკმაყოფილო და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა.

- როგორ ფიქრობთ, რომელი იყო გასულ სეზონში თქვენთვის საუკეთესო მატჩი?
- ჩემთვისაც და გუნდისთვისაც საუკეთესოდ მივიჩნევდი მატჩს, რომელშიც სტუმრად მოვუგეთ "დნიპროს".

- ამ წელს საქართველოს ნაკრები ახალ აღმართს შეუდგება. სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაიწყება. როგორი მოლოდინი გაქვთ?

- ყველანი იმედიანად ვართ განწყობილები. ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს და თუ კარგად დავხვეწთ თამაშს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის რეალური ამბიცია გვექნება.

ყველა ხედავს, რომ კახა ცხადაძემ უკვე დაატყო ხელი ნაკრებს. ფეხბურთელები და მწვრთნელი ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, ჩვენ ყველას გვჯერა ერთმანეთის. ხალხსაც გაუჩნდა რაღაცის იმედი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთს გვერდში თუ დავუდგებით, მთავარი საქმეც გამოგვივა.

- ...მაგრამ ჩვენი შესარჩევი ჯგუფი ძალიან რთულია, თუმცა - თანაბარი, გამოკვეთილი ფავორიტის გარეშე...
- დიახ, ეს არის ჯგუფი გრანდის გარეშე, მაგრამ მეტოქეებად მართლაც ძალიან ძლიერი გუნდები გვეყოლება. ვფიქრობ, სადაც შოტლანდიას მოვუგეთ, ამ ჯგუფშიც არ არის ისეთი ნაკრები, რომლის დამარცხებაც არ შეიძლებოდეს, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
tngh
16:24 14-01-2016
სანდრო!!! დროა უკვე უფრო აქტიურად ითამაშო. იმედები უნდა გაამართლო.