სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
გიორგი აბურჯანია: "ხიმნასტიკში" ჩისკო გვერდში მიდგას
AutoSharing Option
17:10 13-01-2016
გიორგი აბურჯანია კვიპროსის "ანორთოსისიდან" სეგუნდა დივიზიონის ტარაგონას "ხიმნასტიკში" გადავიდა და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე, ანუ 2,5 წლით გააფორმა.

სხვათა შორის, არასწორი ინფორმაციაა, თითქოს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი სეგუნდა დივიზიონის პირველი ქართველია. 21 წლის აბურჯანიამდე ამ ლიგაში გიორგი გუგავას უთამაშია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი 2010/11 წლების სეზონში "გრანადაში" ირიცხებოდა, მაგრამ სეზონის მსვლელობისას უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ კარიერაც ნაადრევად, 22 წლისამ დაასრულა...

აბურჯანიას ტრანსფერს ცნობილი ესპანური გამოცემებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, "ასი" წერს: "აბურჯანია უკვე ვისენტე მორენოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. "ბარსელონა B"-ში ფალის წასვლის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი მწვრთნელს მოედნის ცენტრში კონკურენციის გასაძლიერებლად და დავიდ როხას ალტერნატივად დასჭირდა.

"ნასტიკს" (ასე მოიხსენიებენ "ხიმნასტიკს" შემოკლებით - რედ.) მასზე ფამაგუსტას "ანორთოსისში" გამოსვლის პერიოდიდან ძალზე კარგი ინფორმაცია ჰქონდა. აბურჯანია დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად ითვლება. ის მხოლოდ 21 წლისაა და უკვე ჩამოყალიბებული ცენტრალური ნახევარმცველია, კარგად ფლობს ბურთს, ორივე ფეხს მშვენივრად ხმარობს და დაცვით ფუნქციებსაც ასრულებს.

ის ჯერ განაცხადში ვერ შეიყვანეს, მაგრამ თუ ტექნიკური პრობლემები მოგვარდება, 17 იანვარს "ალავესის" წინააღმდეგ ითამაშებს".

Marca-ს აზრით კი: "ტარაგონას "ხიმნასტიკი" გიორგი აბურჯანიათი გაძლიერდა. ის უკვე "ალისფერების" მოთამაშეა. კლუბმა ქართველი კვიპროსული "ანორთოსისისგან" 2,5-წლიანი ხელშეკრულებით დაიმატა. აბურჯანია ჩამოყალიბებული ნახევარმცველია. ვისენტე მორენოს გუნდი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშის პრეზენტაციას პარასკევს აპირებს".

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანიას ესპანეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- კლუბში როგორ მიგიღეს?
- ძალიან თბილად, რაშიც დიდი როლი თბილისის "დინამოს" ყოფილ კაპიტან ჩისკოს მიუძღვის. ყველაფერში გვერდში მიდგას.

- საერთოდ, ესპანელებმა როდის შეგნიშნეს?
- ამას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩისკომ რომ რეკომენდაცია გამიწია, ეს კი ვიცი. ამ კაცის ძალიან მადლიერი ვარ.

- "ხიმნასტიკზე" რა იცი? როგორი სავარჯიშო პირობები აქვს?
- 100 წელზე უფრო დიდი ხნის ისტორიის მქონე კლუბია. აბსოლუტურად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვს. გუნდში ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები დამხვდნენ. არ ვაჭარბებ, "ხიმნასტიკში" ყველაფერი მაკმაყოფილებს. დიდი იმედი მაქვს, რომ 2016 წელი ჩვენთვის წარმატებული იქნება და მომავალ სეზონში პრიმერა დივიზიონში თამაშის უფლებას მოვიპოვებთ.

- "ანორთოსისს" რომ შეადაროთ, რომელი უფრო მდიდარი და მოწესრიგებული კლუბია?
- ასე ვერ შევადარებ, რადგან "ანორთოსისს" დიდი მადლობა უნდა გადავუხადო: ამ კლუბში გატარებული წელიწად-ნახევარი ძალიან კარგად მახსენდება და ბევრიც შემძინა. იქ გავიზარდე, როგორც პიროვნება და როგორც მოთამაშე. მადლობა ნდობისთვის, რომ უცხო ქვეყნიდან ჩასულს თავის გამოჩენის შანსი მომცეს.

კვიპროსელ თანაგუნდელებთან თამაში ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ჩემთვის დიდ სიამოვნება იყო. იქაური გულშემატკივრებიც ძალიან თბილად მახსენდებიან, რადგან ისინი ჩვენ გვერდით იდგნენ არა მხოლოდ წარმატებისას, არამედ წარუმატებლობის დღეებშიც. იქაური პერსონალის შ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ესახებაც იმავეს ვიტყვი...

თუმცა "ხიმნასტიკში" უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან და ეს იგრძნობა. აქ ტემპიც უფრო მაღალია. საერთოდ, ამ ქვეყანაში მოხვედრა ჩემთვის დიდი გამოწვევაცაა და დიდი შანსიც. ახლა ყველას უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია.

- რომელი ნომრით ითამაშებ?
- ჯერ არ ვიცი. ძალიან მინდოდა 7 ან 8-ნომრიანი მაისურა, თუმცა ორივე დაკავებულია. თავისუფალია მხოლოდ "14" და "15". არჩევანსაც ამათ შორის გავაკეთებ. ისე, უფრო "15" მომწონს.

- 17 იანვარს "ხიმნასტიკი" გასვლაზე ლიდერ "ალავესს" ხვდება. განაცხადში შენც იქნები?
- კონტრაქტი გავაფორმე და უკვე გუნდთან ერთადაც ვვარჯიშობ, მაგრამ თუ არ ვცდები, ჯერ ჩემი რეგისტრაციის ამბავი ბოლომდე არ მოგვარებულა. იმედია, ყველაფერი მალე მოგვარდება. დანარჩენს კი მწვრთნელი გადაწყვეტს.

- რაღა დარჩა მოსაგვარებელი?
- სერიოზული არაფერია, 17 იანვრამდე ყველაფერი უნდა მოესწროს.

- ჩისკო ძალიან თბილად ახსენე. საქართველოში გატარებულ პერიოდს როგორ იხსენებს?
- საქართველოსა და თბილისის "დინამოზე" ხშირად ლაპარაკობს. ქართული სიტყვებიც ახსოვს... ძალიან უყვარს საქართველო და თავისი ყოფილი კლუბი. სხვათა შორის, გულდაწყვეტილი იყო, "დინამოსთან" ერთად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ მოხვდა.

- პატარა ამბავი არ არის, რომ პოპულარული ესპანური გამოცემები, Marca და AS, შენზე წერენ...
- ინტერესს მართლაც იჩენენ და ჩემდა გასაკვირად, ამ ტრანსფერს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინცდამაინც კარგია.

- რატომ?!
- იმიტომ, რომ ეს ყურადღება დიდი პასუხისმგებლობაცაა და ჩემგან ახლა ყველა მხოლოდ კარგ თამაშს ელოდება. მოკლედ რომ ვთქვა, ზეწოლა ძალიან დიდია. თუმცა ესაა ფეხბურთი, მედიის ყურადღება კი მისი შემადგენელი ნაწილია და ამ ყველაფერს უნდა შევეგუო და იმედები გავამართლო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
bebeto
16:54 14-01-2016
ეს დიდ ფეხბურთს ითამაშებს,იმიტომ რომ შრომა არ ეზარება.
tato
00:32 14-01-2016
მომავალ წელს თეთრებში გვენახე 5 ნომრიანი მაისურით