სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
გურამ კაშია: გული მტკივა, მე ეს არ დამიმსახურებია
AutoSharing Option
16:57 11-01-2016
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შემოდგომაზე კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2020 წელს გასდის. მაშინვე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კარიერის "ვიტესში" დასრულებისა და იქ დაფუძნების სურვილი გამოთქვა.

ყველაფერი მოულოდნელად ნოემბრის ბოლოს შეიცვალა - "დენ ჰააგთან" 2:2 დასრულებული მატჩის მერე (22 ნოემბერი) კაშიას ერედივიზიეში აღარ უთამაშია.

პსვ-სთან მატჩამდე პეტერ ბოში აცხადებდა, რომ გურამ კაშიას ტრავმა ჰქონდა და ვერ ითამაშებდა, მაგრამ დეკემბერმა ისე გაიარა, რომ საღსალამათი კაპიტანი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე თუ იჯდა.

მოგეხსენებათ, ახლახან პეტერ ბოში გადადგა და მას დროებით რობ მაასი ცვლის. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ესპანურ შეკრებაზეც კაშია სათადარიგო იყო და მხოლოდ მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე "ანდერლეხტთან" თამაშში.

კაშიამ ჰოლანდიურ omroepgelderland.nl-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა.

"გული მტკივა, ემოციური პიროვნება ვარ და სამართლიანობა მიყვარს. ნამდვილად არ დამიმსახურებია ეს. როგორც წესი, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეხმარები ოსტატობის ამაღლებაში. მე მათ ვაიძულებ, გაიჭირვონ, მაგრამ უკეთესები გახდნენ. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ეს უკვე აღარ შემიძლია, რა მაგალითი უნდა მივცე მათ, როცა თავად ვარ საშველი. ეს სიტუაცია ძალიან მაშფოთებს.

როგორც ჩანს, ამ სიტუაციამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
შესაძლოა, "ვიტესისადმი" დამოკიდებულებაც შეცვალოს: "როცა 2020 წლამდე კონტრაქტს ვახანგრძლივებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა.

ეს რომ მცოდნოდა, შეიძლება არც გამეგრძელებინა კონტრაქტი. ასაკის მიუხედავად, ჯერ თამაში ისევ მწყურია. ახლა ვარ კარიერის საუკეთესო წლებში.

წავალ თუ არა, თუკი სიტუაცია გაგრძელდება? ჩემით დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ მე ყველაფერი გვერდზე გადავდე. მებრძოლი ხასიათი მაქვს და ასეთი სიტუაციებიდან ხშირად გამარჯვებული დაბრუნებულვარ.

შაბათს ერედივიზიე განახლდება და "ვიტესი" "კამბურს" ესტუმრება: "ძალიან მჭიდრო ჯგუფში ვართ ცხრილში, ორი თამაში რომ წავაგოთ, მე-11 ადგილამდე დავიხევთ. ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რადგან პეტერ ბოში წავიდა.

გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, ისევე, როგორც წინა სეზონში, რომლის მეორე ნახევარში მენტალურად ძალიან ძლიერები დავბრუნდით. ძალიან ბევრ თამაშში ბოლო 10 წუთში გადავწყვიტეთ მატჩის ბედი".

მართალია, რობ მაასი დროებით თავკაცადაა დანიშნული, მაგრამ მან შესაძლოა, ეს სეზონი ჩაამთავროს "ვიტესში". "რობმა შეიძლება გაგვაკვირვოს. ახლა დრო არ გვაქვს და მასზე უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება. ის, როგორც მე, მებრძოლია, გამარჯვებები უყვარს. მას ჩოგბურთსა და პლაჟის ფეხბურთზე გართობისასაც კი არ უყვარს წაგებები.

გუნდში სამწვრთნელო შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ "ვიტესის" ფილოსოფია იგივეა. რობის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა 28 წლის კაშიამ.
sabonis
15:52 13-01-2016
ასე ემართება ყვეკას ვისაც ცვლილებების და გამოწვევების ეშინა და დღევანდელი კვერცხი ურცევნა ხვალინდელ ქატამს.
მე მეშინია იგივე არ დაემართოს სოლომონ კვერკველიასაც რაღაც ითრევს ფეხს რუბინიდან წამოსვლაზე, თითქოს უფრო მაღალ; დონეზე თამაშის ეშინია იმედია ვცდები.
პაატა
20:08 11-01-2016
გურამ,გული არ გაიტეხო და ხელი არ ჩაიქნიო,ყველგან ბრძოლაა საჭირო,გისურვებ წარმატებებს.