თბილისის "დინამომ" ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა განგვიცხადა.

ამისულაშვილმა "დინამოსთან" 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ლობჟანიძემ ერთწლიანი.

33 წლის ამისულაშვილმა უკანასკნელად "დინამოში" ზუსტად 10 წლის წინ ითამაშა. მისი ბოლო კლუბი თურქეთის რანგით პირველი ლიგის ბინადარი "ქარშიაქა" იყო. მან იქ სრულად ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ცოტა ხნის წინ ქართველმა მცველმა ფინანსური კრიზისის გამო გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა.

რაც შეეხება 29 წლის უჩა ლობჟანიძეს, მას უსიამოვნება მოუვიდა "ომონიას" ახალ თავკაცთან,
სერბ ვლადან მილოიევიჩთან. ამის შემდეგ ის გუნდიდან 10 დღით მოკვეთეს, ფულადი ჯარიმაც გამოუწერეს და გამოუცხადეს, რომ ის არის თავისუფალი აგენტი და სანამ ახალ გუნდს იპოვის, შეუძლია "ომონიასთან" ერთად ივარჯიშოს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლობჟანიძის დამატებით დინამო თბილისი არნახულად გაძლიერდა :) რა გინდა აუტებს ისვრის კუთხურივით
მდააა
22:34 11-01-2016
0
ES FEXBURTELEBI NAKREBISATVIS DZALIAN SAHIRONI IKVNEN,AQEDAN GAMOMDINARE SJOBDA UCXOETHI DARHENILIKVNEN FORMIS HESANARHUNEBLAD.
QAQUCA
21:26 11-01-2016
0

სიახლეები პოპულარული