[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!

AutoSharing Option
როგორც ბელგიური საიტები წერენ, "გენკის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს. საუბარია აუტსაიდერ "ესკისეჰირსპორზე"...

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ამიროვს დაუკავშირდა.

- ოქრიაშვილის თურქეთში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- თურქულ გუნდ "ესკისეჰირსპორთან" მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანაზე. თურქეთში გადასვლა თავად ოქრიაშვილის სურვილი იყო და დიდი ალბათობით, ორშაბათს ტრანსფერი დასრულებული იქნება.

- იჯარა, გამოსყიდვის უფლებით?
- კი. საუბარი 2,5 მილიონ ევროზეა.

- ბოლო ინტერვიუში თქვით, ოქრიაშვილით ჰოლანდიის, გერმანიის და ბელგიის გუნდები
ინტერესდებიანო. ამ მიმართულებით სიახლე არაფერია?

- კი, არიან მსურველები ევროპაში, კონკრეტულად კი ორი ბელგიისა და ერთიც იტალიის გუნდია, თუმცა მათგან განსხვავებით, თურქეთში ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკას შეპირდნენ. ამ ეტაპზე მთავარი სწორედ ესაა. თანაც, პირადი კონტრაქტის პირობებიც თურქული კლუბისა უკეთესია.

- "ესკისეჰირსპორი" თურქეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი სუპერლიგიდან გავარდება და ოქრიაშვილის გამოსყიდვას მოისურვებს, თორნიკე გუნდს პირველ ლიგაში გაყვება?

- არავითარ შემთხვევაში! კონტრაქტის პირობით, თავის ბედს ოქრიაშვილი თავად გადაწყვეტს - მას თუ არ ენდომება კლუბში დარჩენა, ვერც გამოისყიდიან.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ზუსტად იქ ჩაეშვა რაც საკუთარი ქმედებებით დაიმსახურა არადა ძალიან ნიჭიერია გულწრფელად მენანება მისი ტალანტის დაკარგვა
მდა
15:21 12-01-2016
0
tngh-ს. გეთანხმები, თურქეთის ჩემპიონატი არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ ბელგიისას მთლიანობაში დონით ვერ შეედრება (ნუ დაგავიყდებათ, რომ ბელგია ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზეა). თუმცა ოქრი, რომ პირველი ხუთეულის ან ათელის გუნდში გადასულიყო, კი ბატონო, მაგრამ ბოლოადგილოსან გუნდში მისი გადასვლა, არ არის გამართლებული. თუმცა.....
ბეგი
10:37 12-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული