სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს
AutoSharing Option
15:02 09-01-2016
როგორც ბელგიური საიტები წერენ, "გენკის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

საუბარია აუტსაიდერ "ესკისეჰირსპორზე", რომელსაც ოქრიაშვილის იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე სურს და ბელგიურ კლუბთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვს. თურქულ გუნდს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის აყვანა იჯარის წესით, სეზონის ბოლოს 2,5 მილიონი ევროდ გამოსყიდვის უფლებით სურს.

"ესკისეჰირსპორი" 18-გუნდიან ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 10 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის უმთავრესი კანდიდატია.

როგორც ირკვევა, ოქრიაშვილით თურქული სუპერლიგის კიდევ ერთი გუნდი, ცხრილის მე-7 საფეხურზე მყოფი "კონიასპორიც" დაინტერესებულა, თუმცა ბელგიური წყაროები ქართველს უფრო "ესკისეჰირსპორს" უკავშირებენ.
thomas
17:23 10-01-2016
უდისციპლინობას ვინ აპატიებს თურქეთში?
bebeto
18:33 09-01-2016
ამისთვის მთავარია ითამაშოს თან თურქეთის ჩემპიონატი ბელგიისას არ ჩამოუვარდება თუ არ ჯობს კიდეც.უნდა იშრომოს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს.