საბა კვირკველია - არის თუ არა ქართველი მზად დიდი შოუსთვის?

AutoSharing Option
futbolgrad.com-მა სტატია მიუძღვნა საბა კვირკველიას - "არის თუ არა მზად საბა კვირკველია დიდი შოუსთვის", რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:

* * *
"ქართულ გაზეთ "ლელოსთან" ბოლოდროინდელ ინტერვიუში (იხილეთ ვრცლად) ყაზანის "რუბინის" მცველმა სოლომონ კვერკველიამ (თუ კვირკველიამ, ეს ალბათ, მალე დებატების თემა იქნება ევროპაში) განაცხადა, რომ მისით დაინტერესდნენ "სევილია", "ნაპოლი", "დორტმუნდი" და კიდევ ორი უცნობი პრემიერლიგური კლუბი.

ეს განაცხადი არ გააკვირვებდა მათ, ვისაც უნახავს კვირკველიას თამაში - 23 წლის ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.

მიუხედავად იმისა, რომ კვირკველიამ რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარა
ევროპალიგასა და საქართველოს ნაკრებში, ევროპელი ფანები მას მაინც ნაკლებად იცნობენ.

ის სამტრედიიდანაა, საიდანაც არის ქვეყნის ახლანდელი ვიცე-პრემიერი და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე. ბავშვობაში მასზე საქართველოს რამდენიმე კლუბმა თქვა უარი, ოჯახი რუსეთში გადავიდა და საბას შანსი "ზენიტის" აკადემიაში მიეცა. იქ სულ 6 თვე დაჰყო და 2011 წელს კვირკველიას კონტრაქტი ყაზანის "რუბინმა" გაუფორმა.

ის 195 სმ სიმაღლისაა. ერთხელ "ლივერპულთან" თამაშის წინ ექსპერტად მოვლენილმა დევიდ ჯეიმსმა თქვა, კვირკველია მაღალი და ნელია, აი, აქ უნდა ნახოს "ლივერპულმა" მეტოქის დაცვაში ღრიჭოებიო. ჯეიმსს ჯერ არ ენახა ქართველი თამაშში.

მაგრამ, აღნაგობის მიუხედავად, კვირკველია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ცენტრალური მცველია. ცსკა-სთან მატჩში მას ისეთ ფორვარდებთან გამოუვიდა წარმატებული ბრძოლა, როგორებიც აჰმედ მუსა და სეიდუ დუმბია არიან. კვირკველია მათთან ძალისა და სისწრაფის ჰიბრიდს იყენებდა და იგებდა იქ, სადაც სხვა მცველებს შანსი არ ექნებოდათ.

ამიტომაც დაიწყო "ლივერპულთან" თამაში და კვირკველიამ დაუმტკიცა ჯეიმსს, რომ ცდებოდა. მან და რუსლან კომბაროვმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშეს "ენფილდზე" და მატჩი 1:1 მორჩა.

2014/15 წლების სეზონში კვირკველიამ 120-ჯერ ჩაჭრა ბურთი 29 მატჩში. ამით მან პრემიერლიგის საუკეთესო ჟოზე ფონტეს (საუთჰემპტონი) აჯობა, არადა, მასზე 8 მატჩით ნაკლები ითამაშა.

კვირკველიას სხვა მცველთან შედარება გვიჭირს, რადგან ძნელია ისეთი მცველის მოძებნა, რომელიც ტანმაღალიცაა და ამავდროულად, სწრაფიც. ამის გარდა, საბას სხვა უპირატესობებიც აქვს: დამცველისთვის საჭირო ოსტატობა, კარგად შეუძლია ვარდნები, სადაც დიდებულად იყენებს თავის გრძელ ფეხებს. ის ასევე უშიშარია მოედანზე და მზადაა, ნებისმიერ დარტყმას გადაეღობოს.
იხილეთ ვიდეო
"რუბინის" დაცვის ბურჯი საბა კვირკველია
Sportall.Ge

როგორც ყველა ახალგაზრდა მცველს, კვირკველიასაც ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი. ზოგიერთ სიტუაციაში ის იბნევა, მაგალითად, ბურთის ამოტანისას, თუმცა ამ კომპონენტის გაუმჯობესება საბამ დაიწყო. ის იოლად სწავლობს და იყენებს თავისი გაბარიტების უპირატესობას მოედანზე.

მან უკვე ბევრი რამ დაამტკიცა რუსეთში, საერთაშორისო ფეხბურთშიც წარმოჩინდა და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ასევე კარგად ევროპაში თამაშს, თუკი მისი ტრანსფერი შედგება. ეს ძალიან საინტერესო იქნება.

ფიზიკურად მას ნებისმიერი ტოპლიგის "გაქაჩვა" შეუძლია, მაგრამ ახლა უნდა გავიგოთ, რამდენად ეყოფა საამისოდ მას ოსტატობა, რაც მოედნებზე გამოჩნდება".
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო საბას კი არა საქართველოს ნაკრების და კლუბების ფეხბურთელებსაც უჭირთ ბურთის ამოტანა,აკეთებენ უაზრო გადაცემებს და ხშირად უკან მეკარისკენ,რაც ალბათ ნერვიულობის ან შიშის ბრალია
მურთაზი
17:57 08-01-2016
0
საბას მომავალი იუვენტუსშია !!!! მაგრად მოუხდება ის იუვენტუსს და იუვენტსი მას !! წარმატებები საბა
dave
19:05 08-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული