ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია ესპანური "ხიმნასტიკის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას ტარაგონას "ხიმნასტიკში" გააგრძელებს.

ინფორმაცია ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

"ის ძალიან კარგი ნახევარმცველია, რომელიც ორივე ფეხით კარგად თამაშობს. აბურჯანიას პოზიციის კარგად შერჩევა შეუძლია და გუნდს შეტევაში დაეხმარება", - წერს საიტი ქართველზე.

ქართველმა ფეხბურთელმა "ხიმნასტიკთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკში" თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო მუნიოსი (რომელიც ამ გარიგებაში მონაწილეობდა) თამაშობს. 19 ტურის შემდეგ კლუბი სეგუნდა დივიზიონში 30 ქულით მე-6 ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის სერიოზული შანსი აქვს.
წარმატებები , გგულშემატკივრობთ და გვჯერა შენი!
beqnu
20:29 08-01-2016
0
ძალიან კარგი, გილოცავ გიორგი. იმედია, გაამართლებ მოლოდინს
levan
15:52 08-01-2016
0
გილოცავ გიორგი, სულ წარმატებით გაგევლოს შენი საფეხბურთო კარიერა. ნაკრებში მალე გვენახე.
gizog
15:51 08-01-2016
0
სიახლეები პოპულარული