სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
გიორგი პაპუნაშვილი: მატჩის მერე "ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმაც შემაქო
AutoSharing Option
11:15 08-01-2016
20 წლის გიორგი პაპუნაშვილმა გუშინ, 7 იანვარს, პირველად ითამაშა ბრემენის "ვერდერის" ძირითად გუნდში.
ბრემენულ გუნდში დებიუტთან დაკავშირებით ქართველმა შემტევმა Sportall.ge-სთან ისაუბრა.

"დებიუტით და ზოგადად, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინე და მატჩის მერე ეს ყველამ აღნიშნა, მათ შორის, მთავარმა მწვრთნელმაც.

ერთი შეხვედრით არაფერი წყდება, ამიტომ უნდა გავაგრძელო პროგრესი და შემდეგ თამაშებშიც კარგად უნდა ვითამაშო. ეს შეკრება ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის ძალიან კარგი იქნება", - გვითხრა პაპუნაშვილმა.

ბრემენელებმა თურქეთის პირველი ლიგის ბინადარ "ადანა დემირსფორს" 7:0 მოუგეს. პაპუნაშვილი მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში. მან "ვერდერის" კაპიტანი კლემენს ფრიტცი შეცვალა და მეშვიდე გოლის კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
etyoba ro pexburti uyvars
17:05 08-01-2016
ნახეთ ადამიანს ეტყობა როგორ წყურია თამაში და როგორ უხარია ანანიძესავით ჭანტურიასავით ოქრიაშვილივით და კიდე სხვა ბევრივით უკვე 19 წლისები ვარსკვლავებათ რო შევრაცხეთ და თავში აუვარდათ და იმიტომაც გდიან ეხა სკამებზე და ხეხავენ დამპალი გუნდების ზამენებს ეგრე არ მოგივიდეს გიუშ შენ იცი და გაითვალისწინე მწვრთნელის და ფულს არ დახამდე აბა შენ იცი არ აგივარდეს თავში გთხოოვ
gizog
15:47 08-01-2016
გიორგი გილოცავ შობას და წარმატებულ დებიუტს ბუნდესლიგის გუნდის ძირითადში.
აწი შენზეა ყველაფერი როგორ გააგრძელებ. გისურვებ დიდი წარმატებებს.