სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
გურამ კაშია: ახლაც შოკში ვარ
AutoSharing Option
16:04 07-01-2016
Voetbal International არნემის "ვიტესის" ქართველ კაპიტან გურამ კაშიას ესპანეთში შეკრებაზე დაუკავშირდა და გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, პეტერ ბოშის წასვლაზე დაეკითხა.

შეგახსენებთ, რომ ბოში ორშაბათს მოულოდნელად დაემშვიდობა "ვიტესს" და სარფიანი კონტრაქტი გააფორმა თელ ავივის "მაკაბისთან". ეს მოულოდნელი ყოფილა ქართველი კაპიტნისთვისაც.

"ყოველ დილით ვიღვიძებ და ვფიქრობ, ვაჰ, პეტერი მართლა წავიდა "ვიტესიდან" და საკუთარ თავს ძლივს ვაჯერებ. ჩვენ ერთად 2,5 წელიწადი ვიმუშავეთ და მოულოდნელად ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა.

ვერც კი წარმოიდგენთ, რა სიჩუმე იყო "ვიტესის" თვითმფრინავში".

კაშია, რომელსაც "ვიტესთან" 2020 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ამბობს, რომ ესმის ბოშის:

"ჩვენ მხოლოდ ორშაბათს ვისაუბრეთ ამ თემაზე. ვუთხარი, პეტერ, წარმატებას გისურვებ, რადგან შენთვის ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ არ იყო კარგი, რომ შუა გზაზე, შუა სეზონში წახვედი-მეთქი.

მაგრამ ასეთია ფეხბურთი დღეს. ვფიქრობ, ჩვენ პეტერის მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც მან გუნდში გააკეთა. ის არის იმ ფეხბურთის ჩამომყალიბებელი, რომელსაც ახლა "ვიტესი" თამაშობს. მისი წყალობით მე უფრო თანამედროვე ფეხბურთელი გავხდი".

ახლა ბოშის ნაცვლად გუნდს მისი ასისტენტი რობ მაასი ხელმძღვანელობს. კაშიას თქმით, გასახდელში ჯერ არ ულაპარაკიათ ბოშის შესაძლო მემკვიდრეებზე.

კაშიას შეახსენეს, რომ ზამთრის შესვენების წინ ის სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა:

"დიახ, გაბრაზებული ვიყავი და ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული, მაგრამ ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ მე ბოლომდე ვიბრძვი, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

ამით ჩემი თამაშის შანსები გაიზრდება? წარმოდგენა არა მაქვს. შემადგენლობას მწვრთნელი აყენებს, ჩემი ვალი ვარჯიში და თამაშია. ახლა შეკრებაზე ვარ და ვვარჯიშობ და ყველა პირობაა იმისთვის, რომ ვთქვა, თამაში მომიწევს".

შეგახსენებთ, რომ "ვიტესში" კიდევ ერთი ქართველი თამაშობს, ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი.
bebeto
11:42 09-01-2016
რავიცი ხან კაპიტანია და ხან სკამზე როგორ ზის კაპიტანი ეს ვერ გავიგე.იმიტომ ვამბობ სხვაგან ხო არ წასულიყოთქო.
bebetos
18:31 07-01-2016
უკეთეს გუნდში კი არა აქაც საომარი აქვს ძირითადისთვის :(