სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
შოთა არველაძეს "2015 წლის ჯენტლმენისთვის" განკუთვნილ ჯილდოს გადასცემენ [VIDEO]
AutoSharing Option
11:49 06-01-2016
16 იანვარს, ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გასამართ ცერემონიალზე, შოთა არველაძეს "2015 წლის ჯენტლმენისთვის" განკუთვნილ სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ.

ამ დღეს, ბოსნიურ-თურქული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულ ადამიანებს დააჯილდოებენ. სპორტის კატეგორიაში ჯენტლმენის პრიზი სწორედ შოთას ერგო.

ის ასე გ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამოეხმაურა ამ აღიარებას: "მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ "სპორტის ჯენტლმენის" პრიზი მერგო. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, მეწარმეთა კლუბსა და სარაევოს უნივერსიტეტს".

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შოთამ თურქეთშიც მოიგო ფეარ-პლეის ჯილდო - თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში "ქასიმფაშას" ქართველი თავკაცის საქციელმა სპორტული და არამარტო სპორტული საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, 13 მარტს გამართული, "კონია"-"ქასიმფაშას" შეხვედრის (2:1) ერთ მომენტში სტუმართა ფეხბურთელი დაშავდა, მასპინძელი გუნდის მოთამაშეები კი გაჩერდნენ. "ქასიმფაშას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ეს არაფრად ჩააგდო და გოლი გაიტანა. შოთამ კი თავის მოთამაშეებს მიუთითა, რომ მეტოქისთვის საპასუხო გოლის გატანის საშუალება მიეცათ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არველაძემ შარშან მაისში, სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, სადაც სტუდენტებთან და ჟურნალისტებთან სამართლიან ფეხბურთზე ისაუბრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
bebeto
22:54 06-01-2016
შოთას სამწვრთნელო კარიერა წინ აქვს და იმედია მალე კარგ გუნდსაც ჩაიბარებს,რაც შეეხება მის ფეხბურთელობას ძაან მაგარი ფეხბურთელი იყო.
tngh
19:48 06-01-2016
გილოცავ შოთი!!! სამივე ერთმანეთზე უკეთესია ჯენტლმენობაში და კაცობაში...