სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
გიორგი აბურჯანია: "ხიმნასტიკში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე
AutoSharing Option
21:27 05-01-2016
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას "ხიმნასტიკში" გააგრძელებს.

აბურჯანიამ ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმება დღეს წარმატებით გაიარა და უახლოეს 2 დღეში კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებს.

"სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და ახლა "ანორთოსისისგან" კონტრაქტის გაუქმებასთან დაკავშირებით ფურცლებს ველოდებით. ამის შემდეგ კი კონტრაქტს მოვაწერ ხელს.

დიდი ალბათობით, ზეგ უკვე "ხიმნასტიკის" ფეხბურთელი ვიქნები. კონტრაქტს 2018 წლის ზაფხულამდე გავაფორმებ", - გვითხრა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკში" თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო მუნიოსი (რომელიც ამ გარიგებაში მონაწილეობდა) თამაშობს. 19 ტურის შემდეგ კლუბი სეგუნდა დივიზიონში 30 ქულით მე-5 ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის სერიოზული შანსი აქვს.

ცნობისთვის, აბურჯანია სააგენტო "პრომოსპორტთან" თანამშრომლობს, რომლის კლიენტიც 120-მდე მოთამაშეა, მათ შორის - ხოსე ანტონიო რეისესი, ევგენი კანოპლიანკა, ფელიპე მელო... სააგენტოს ესპანეთში განსაკუთრებით მყარი კავშირები აქვს "დეპორტივოსთან", "სევილიასა" და "ვილიარეალთან". აბურჯანიას ეს ტრანსფერიც სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ თუ ახალგაზრდა ქართველი თავს გამოიჩენს, "ხიმნასტიკმა" შეიძლება მისთვის ტრამპლინის როლი ითამაშოს და დასახელებული სამი კლუბიდან ერთ-ერთში აღმოჩნდეს.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.