ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რეიმსის" საშობაო დღესასწაულზე კლუბის პრეზიდენტმა შამპანურს რქაწითელი არჩია

AutoSharing Option
cahiersdufootball.net-მა შემოგვთავაზა საფრანგეთის ლიგა 1-ის 20 კლუბის საშობაო არდადეგების შესახებ. სტატია, რა თქმა უნდა, სანახევროდ ხუმრობითაა დაწერილი, თუმცა მაინც საინტერესოა, როგორ შეხვდა შობას ჯაბა კანკავას "რეიმსი".

"რეიმსში" მთავარი საშობაო სიურპრიზი ღვინო იყო, რომელიც არა ტრადიციული შამპანური იყო, რომელიც ასე უხვადაა ამ მხრეში, არამედ, ქართული "რქაწითელი".

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, ვისი ინიციატივით მოხდა ღვინის შეცვლა "რეიმსის" საშობაო დღესასწაულზე. თავად ჯაბა კანკავამ კი საშობაო ხესთან ჩაუთქვა, რომ ყვითელ და წითელ ბარათებს აღარ მიიღებდა".

შეგახსენებთ, რომ რეიმსი ცქრიალა ღვინოების საქვეყნოდ ცნობილი მხარის, შამპან-არდენის
ქალაქია.