ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი აბურჯანიას ტრანსფერი ესპანურ "ხიმნასტიკში" 48 საათში გადაწყდება

AutoSharing Option
kerkida.net-ის ინფორმაციით, 21 წლის გიორგი აბურჯანია ერთ კვირაში ესპანური "ხიმნასტიკის" წევრი გახდება.

აბურჯანია ბოლო ტურში სათადარიგო იყო და არ უთამაშია. საიტის ინფორმაციით, გუშინდელ ვარჯიშზე მან თანაგუნდელებს უთხრა, რომ დიდი ალბათობით, ესპანეთში წავა სათამაშოდ.

ცნობილია, რომ ფეხბურთელმა და სეგუნდა დივიზიონის ტარაგონას "ხიმნასტიკმა" (კატალონიურად "ჟიმნასტიკი") უკვე მოილაპარაკეს. ახლა ჯერი "ანორთოსისზეა".

kerkida.net-ის წყაროს ცნობით, კვიპროსული კლუბი გარკვეული ფინანსური კომპენსაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქართველის ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა, უახლოეს 48 საათში მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკში" თამაშობს ჩისკო მუნიოსი, რომელიც თბილისის "დინამოს"
ყოფილი ლიდერია. "ხიმნასტიკი" 30 ქულით მეხუთე ადგილზეა, ანუ ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონაში.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში გადასვლამდე აბურჯანია რუსთავის "მეტალურგში", გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა.