სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
თემურ ქეცბაია: აპოელ-ში აუხსნელი რამ ხდება
AutoSharing Option
16:11 04-01-2016
3 იანვარს კვიპროსის ჩემპიონი აპოელ-ი შინ მოულოდნელად დამარცხდა "დოქსასთან" - 1:2. სტუმრებმა ბოლო წუთზე პაულინიოს პენალტით მოიგეს. ახლა თემურ ქეცბაიას გუნდს 17 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და მხოლოდ მე-4 ადგილზეა. კვიპროსში რეგულარული სეზონის (ანუ 26 ტურის) შემდეგ ზედა ექვსეული
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცალკე გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის.

თამაშის შემდეგ ქართველმა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ, პრაქტიკულად, ვაგებთ ისეთ თამაშებს, რომლებიც თეორიულად უნდა მოვიგოთ. მაგრამ ჯერ არ ყოფილა ერთი მატჩიც კი, რომ სულ მცირე, ერთი ფეხბურთელი მაინც არ ყოფილიყო ტრავმირებული.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ხდება. აუხსნელი რამ ხდება, მაგრამ ჩვენ წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს. აპოელ-ი დიდი გუნდია და მან იცის, როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში.

ვფიქრობ, როცა ახალი ფეხბურთელები დაგვემატებიან, გუნდი ამ სიტუაციიდან გამოძვრება", - თქვა ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე.

* * *
თამაშის შემდეგ სტადიონზე ერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს აპოელ-ის პრეზიდენტი პროდრომოს პეტრიდესი.

პეტრიდესმა ღამე კლინიკაში გაატარა. მის სანახავად ღამით მივიდნენ თემურ ქეცბაია და აპოელ-ის ახალი სპორტული დირექტორი ტოცა სამპურისი, რომელსაც უკავშირებენ კიდევაც მომავალ ცვლილებებს გუნდში.
dave
10:42 05-01-2016
სტატიის ავტორი იწყებს თავის ნაშრომს ძალიან მაგრად "მხოლოდ მე-4 ადგილზე"... უბრალოდ მე-4 ადგილზე რომ დაგეწერა არა ? რაღაც 3 ქულა აშორებს მეორე ადგილამე შე დალოცვილო ოდა ისე ხატავ სიტუაციას გეგოენება ბოლოდან მეორეზე იყოს... მოკლედ აქ არ ასვენებდით ამ კაცს და აპოელში მაინც დააცადეთ მუშაობა და სავარუდოდ მისი წარმატება .. შენც იგივე გზაზე დაგაყენებს და კიდევ მრავალს რაც აპოელის პრეზიდენტს პატივცემულ პროდრომოს პეტრიდესს მოუწია თამაშის შემდეგ :)
ნაღდი სიმართლე
09:47 05-01-2016
სიმართლე-ს. თუ მასეა, მაშინ მაგ სიმართლით გევლოს შენ და მთელ შენს ჯიშსა და ჯილაგს, თუ საერთოდ გაგაჩნია ასეთი. მოკლედ იმ კაცის.... ბოლომდე, ვისაც სხვისი ცუდი უხარია. საერთოდ კი, წიწლილებს შემოდგომაზე ითვლიან.