სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
"ვოლინის" ფანებმა 2015 წლის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო კობახიძე აღიარეს [VIDEO]
AutoSharing Option
11:52 02-01-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
უკრაინული საფეხბურთო კლუბის, ლუცკის "ვოლინის" ოფიციალურმა საიტმა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივართა შორის, რომლის მიზანი 2015 წელს გუნდის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა იყო. სასიხარულოა, რომ კლუბის ფანებმა ასეთად საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი სანდრო კობახიძე მიიჩნიეს.

გამოკითხვაში "ვოლინის" ის 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებმაც სულ ცოტა, ათი შეხვედრა მაინც ჩაატარეს გუნდის მაისურით უკრაინის ჩემპიონატსა და თასზე. სანდრომ დიდი უპირატესობით აჯობა ყველას - მან 862 ხმა მიიღო, რაც გამოკითხულ გულშემატკივართა 41,5%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო კობახიძე "ვოლინში" 2014 წლიდან, იჯარის წესით გამოდის, მასზე სატრანსფერო უფლებები კი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ეკუთვნის.
bebeto
17:01 02-01-2016
ძალიანაც კარგი წარმატებები კობახიძეს.
xxx
16:40 02-01-2016
ყოჩაღ! წარმატებით გაგეგრძელებინოს!