შოთა არველაძე: საცხოვრებლად თურქეთში ვრჩები

AutoSharing Option
10 დეკემბერს, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ფენერბაჰჩე" გლაზგოს "სელტიკს" მასპინძლობს. რუსეთ-თურქეთის დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით, "დეილი მეილი" შოთა არველაძეს დაუკავშირდა.

"სელტიკის" ხელმძღვანელობამ ოფიციალური ფანკლუბის ჩარტერი უკვე გააუქმა უსაფრთხოების მიზნით, რადგან სტამბოლის მეტროში ტერაქტი განხორციელდა, პლუს, რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული სიტუაციაა.

"სტამბოლში ცხოვრება ჩვეული წესით მიდის, აქ ყველაფერი ნორმალურადაა. მეტი რაღა უნდა ვთქვა, ჩემი ოჯახი აქ არის და თავს ბედნიერად ვგრძნობთ. ბოლო ექვსი წელიწადია, სტამბოლში ვცხოვრობთ. ჩემი ვაჟი გიორგი ახლა ექსეტერში სწავლობს, მაგრამ ელენე ჯერაც სტამბოლის ბრიტანულ სკოლაშია.

დიახ, რუსეთსა
და თურქეთს შორის დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრუტეში რუსული სამხედრო გემები დგანან.

რა თქმა უნდა, ხალხის შიშის მესმის, განსაკუთრებით მას მერე, რაც პარიზში მოხდა. მაგრამ აქ 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შოტლანდიელ ფანებს არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეთ, ნუ ჩავლენ მეტროში ბოლოს და ბოლოს.

თუ ორ კლუბს შორის უსიამოვნო ისტორია მოხდა, მაშინ კიდევ შეიძლება ფანებს რამე შეემთხვათ სტამბოლში. მაგალითად, "ლიდსის" ფანებს მართლაც არ დახვდებიან აქ კარგად, მაგრამ "სელტიკსზე" არაფერი მსგავსი არ გამიგია.

ახლახან "აიაქსი" და "მიოლდე" იყვნენ აქ და უპრობლემოდ მოისტუმრეს ქალაქი. არადა, კარგად ვიცნობ "აიაქსის" ფანებს, ისინი თავისუფლად შეიძლება გაეხვნენ შარში, თუმცა ინციდენტები არ ყოფილა.

შოტლანდიელ ფანებს დიდი, ისტორიული ქალაქი ელით, მათ შეუძლიათ დაათვალიერონ მუზეუმები. აქ ახლა ამინდიც კარგია და ლუდიც. სტადიონებზე ფანტასტიკური ატმოსფეროა. მოკლედ, აქ საფეხბურთო სამოთხე ელით".

შოთა არველაძეს "ტრაბზონსფორიდან" წასვლაზეც ჰკითხეს:

"კლუბს უდიდესი პრობლემები ჰქონდა. ახლა იქ საკლუბო არჩევნებია, მოკლედ, ცუდი დროა. ძალიან ცუდ დროს მომიწია მწვრთნელობა "ტრაბზონში", მაგრამ არ ვნანობ. გამოცდილება ყველანაირი უნდა მიიღო - ცუდიც და კარგიც.

კლუბთან კონტაქტს არასოდეს გავწყვეტ. თავად თურქეთში ვრჩები საცხოვრებლად, რადგან სტამბოლი დიდებული ქალაქია".
მკითხველის კომენტარები / 2 /
შოთიკ არველოღლუ??????????????
რადგან სტამბოლი დიდებული ქალაქია"
10:44 09-12-2015
0
ა, კაცი! ქვეყნის სიყვარულს ვერსად ვერ წაართმევენ)))
georgiano
03:02 09-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული