სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში football.ua-ს ვერსიით მოხვდა.

"სანდრომ ორი საგოლე პასი გააკეთა და ორი გოლი გაიტანა. ეს მაგარი შედეგია, იმის მიუხედავად, რომ მეტოქე სუსტი იყო".

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში ლუცკის "ვოლინმა" 9:1 გაანადგურა ზაპოროჟიეს "მეტალურგი".

28 წლის კობახიძეს 12 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული