ლეგიონი: "პაფოსს" ნიკოლოზ გელაშვილის გოლი არ ეყო

AutoSharing Option
საფრანგეთი. ლიგა 1. მე-15 ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" "რენს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 64-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა. 15 ტურის შემდეგ კანკავას "რეიმსი" სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.

გერმანია. III ბუნდესლიგა.
გიორგი პაპუნაშვილის "ვერდერი" სტუმრად "კიკერს" ეწვია და გამარჯვებაც მოიპოვა - 2:0. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. 20 გუნდიან ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ "ვერდერი" 18 ქულით მე-18-ეა.

რუსეთი. პრემიერლიგა.
გიორგი ლორიას "კრილია" რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "ამკარს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა,
საქართველოს ნაკრების მეკარე კი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო. 17 ტურის შემდეგ ლორიას "კრილია" 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-17-ეა.

90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა თედო გრიგალაშვილმა, რომლის "ტერეკმაც" საკუთარ კედლებში "ზენიტი" დაამარცხა - 4:1. გრიგალაშვილის "ტერეკი" 27 ქულით მეხუთეა.

კვიპროსი. ქართველთა "პაფოსი" ერმის ესტუმრა და დამარცხდა - 1:2. შეხვედრის 50-ე წუთზე თავი ნიკოლოზ გელაშვილმა გამოიჩინა. ელგუჯა გრიგალაშვილი კი მოედანზე 75-ე წუთზე შემოვიდა. 12 ტურის შემდეგ "პაფოსი" 10 ქულით სატურნბირო ცხრილში მე-11-ეა.

ბელგია. ჟუპილერლიგა. "გენკმა" მე-17 ტურის ფარგლებში "გენტი" მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 0:1. თორნიკე ოქრიაშვილმა შეხვედრას თვალი სათადარიგო სკამიდან მიადევნა, ლუკა ზარანდია კი განაცხადშიც არ ყოფილა. 23 ქულით "გენკი" მე-7 პოზიციას იკავებს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილის "პოგონი" "სლასკს" ესტუმრა. შეხვედრა უგულოდ დასრულდა, ქართველი ფეხბურთელი კი მოედანზე 74-ე წუთზე შემოვიდა. 17 ტურის შემდეგ 24 ქულით "პოგონი" სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული