აღებული და გატანილი პენალტი - გიორგი მაკარიძე პორტუგალიაში გმირია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მაკარიძე პორტუგალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუშინ, 25 ნოემბერს, იქაური ჩემპიონატის მეორე ლიგაში "ფეირენშემ" გასვლაზე 1:0 მოუგო "გიმარაეში B"-ს.

სტუმართაგან ეს ერთადერთი გოლი, 64-ე წუთზე, სწორედ საქართველოს ნაკრების მეკარემ გაიტანა 11-მეტრიანი დარტყმით! მანამდე კი, მე-14 წუთზე, 25 წლის მაკარიძემ თავად მოიგერია პენალტი.

ასე რომ, ის მატჩის სრულფასოვანი გმირია!

გუშინვე ამავე ლიგაში "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ატლეტიკო". გამარჯვებულთა ქართველი მოიერიშე ავთო ებრალიძე 39-ე წუთზე შეცვალეს.

ეს ალბათ იმიტომ, რომ სტუმრები ნაადრევად დარჩნენ კაცნაკლულნი და მწვრთნელმა, შემტევი ებრალიძის ხარჯზე,
ნახევარდაცვის გაძლიერება სცადა.

* * *
რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა ენერგია" სტუმრად დამარცხდა "სიბირთან" - 1:2. ხაბაროვსკელთა რიგებში არ უთამაშია დისკვალიფიცირებულ გოჩა ხოჯავას, განაცხადში არც მეორე ქართველი - კახა ალადაშვილი ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოპაა...ესეც ქართველი ჩილავერტი.ბრავო გიორგი.
jaba
13:26 26-11-2015
0

სიახლეები პოპულარული