voetbalnieuws.be: თორნიკე ოქრიაშვილს "გენკიდან" იანვარში გაუშვებენ

AutoSharing Option
voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი ძალიან ახლოსაა "გენკიდან" წასვლასთან.

"როგორც ჩანს, იანვარში "გენკში" დიდი გასუფთავება იგეგმება. ერთ-ერთი ფეხბურთელი, კერძოდ კი, თორნიკე ოქრიაშვილი, სავარაუდოდ, იანვარში დატოვებს გუნდს. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობა მალე შეატყობინებს თავად ფეხბურთელს.

ნახევარმცველმა ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა, ავადმყოფობის მიზეზით. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი უკმაყოფილო უნდა იყოს, რადგან პეტერ მაესის ხელში ოქრიაშვილს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა.

ტექნიკური დირექტორი დიმიტრი დე კონდე მალე შეხვდება ფეხბურთელსა და მის აგენტს.

სავარაუდოდ, მხარეები ერთმანეთს დაშორდებიან. ფეხბურთელი, რომელიც ერთი წლის წინათ "გენკს" 1,8 მილიონი ევრო დაუჯდა, ამის
მერე, ოქრიაშვილმა ძალიან ცოტა საინტერესო შემოგვთავაზა "კრისტალ არენაზე".

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ოქრიაშვილი "ჩერნომორეციდან" გადავიდა "გენკში". ამის მერე მან 32 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მას 2017 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი "გენკთან".

"გენკში" კიდევ ერთი ქართველი ირიცხება, ლუკა ზარანდია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არსენალისთვის ცოდოა ზვიად, ამას მინიმუმ რეალი ან ბარსელონა ეკუთვნის, ისეთი შრომის მოყვარეა. სავარჯიშო ბაზიდან ვერ აგდებენ თურმე იმდენს ვარჯიშობს
zviad-ს
20:54 25-11-2015
0
რატომ აწვალებთ? არ უნდა ამას ფეხბურთელობა
vova
17:55 25-11-2015
0

სიახლეები პოპულარული