იშვიათი ამბავი: ერთბაშად ორი ქართველი რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურში!

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ერთბაშად ორი ქართველი ლეგიონერი მოხვდა.

რჩეულთა შორის არიან "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია.

საქართველოს ნაკრების მეკარემ ცსკა-სთან ანგარიშით 2:0 მოგებულ მატჩში შეინახა კარი მშრალად, საბამ კი "ამკართან" იზეიმა გამარჯვება - 2:1.

"შვიდი წლის მანძილზე სამარელები ცსკა-ს ქულასაც კი ვერ ართმევდნენ - ზედიზედ 11 მატჩი წააგეს. ამ ტურში კი არამც თუ მოიგეს, არამედ გოლიც კი არ გაუშვეს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გიორგი ლორიას ბრწყინვალე
თამაშია", - წერს გამოცემა ლორიაზე.

Soccer.ru-მ საბა კვირკველიაზეც დაწერა: "16 მეკარიდან მხოლოდ 2-მა შეძლო კარის მშრალად შენახვა, მაგრამ იყვნენ მცველებიც, რომლებმაც პერსონალურად სხვაზე უკეთ ითამაშეს. მათ შორის კვირკველიაა, რომელიც ტაქტიკურად გამართულად მოქმედებდა და ეხმარებოდა თანაგუნდელებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული