თემურ ქეცბაია: თუკი უნაკლო ფეხბურთი არსებობს, დღეს ის ჩვენ ვითამაშეთ

AutoSharing Option
5 ოქტომბერს კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას აპოელ-მა 5:0 გაანადგურა "პარალიმნი" და გალიდერდა. ახლა ქართველი სპეციალისტის გუნდს აეკ-ის დარად 16 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს მას.

თამაშის შემდეგ ქეცბაია ყველაფრით კმაყოფილი იყო: "თუკი არსებობს განსაზღვრება უნაკლო თამაში, მე მგონი, სწორედ ასეთი მატჩი ვითამაშეთ. მინდა, ბიჭებს მივულოცო ეს წარმატება.

ხუთი გოლი გავიტანეთ და კიდევ ბევრი შანსი გვქონდა. თავიდან ბოლომდე ბრწყინვალედ ვითამაშეთ.

ეს გამარჯვება ძალიან კარგი იყო, ევროპალიგაზე მარცხის მერე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია, როცა მთელი ძალით
ვთამაშობთ".

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში დუბლი შეასრულა აპოელ-ის ყველაზე ცნობილმა ლეგიონერმა, არგენტინელმა ფერნანდო კავენაგიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული