ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შეტევის ქართული ტანდემი იტალიური სერია A-ს გუნდში?

AutoSharing Option
22 წლის გიორგი ჭანტურია ჯერჯერობით, უგუნდოდაა. ჩვენი ინფორმაციით, ის ხუთშაბათს მიფრინავს იტალიაში, სადაც იტალიური წყაროები მას სამ კლუბთან აკავშირებენ: "ბოლონიასთან", "ფროზინონესთან" და ლევან მჭედლიძის "ემპოლისთან".

Calciomercato-მ 30 თავისუფალი აგენტის სია გამოაქვეყნა, იმ უგუნდოდ დარჩენილი ფეხბურთელებიდან, რომლებიც საინტერესო შეიძლება იყვნენ იტალიური კლუბებისთვის. ამ სიაში ქართველი ფორვარდიცაა.

რამდენად შესაძლებელია, რომ სერია A-ში ფორვარდთა ქართული ტანდემი ვიხილოთ? იტალიური მედია ხომ "ემპოლისაც" ასახელებს ჭანტურიას შესაძლო მომავალ გუნდებს შორის.

2 სექტემბერს, იტალიის დროით შუაღამეს იწურება ვადა სერია A-ში წარსადგენი განაცხადებისა. თითოეულ გუნდში განაცხადში შესაძლებელია მხოლოდ
25 ფეხბურთელის შეყვანა (ამ კვოტის იქით შეიძლება მხოლოდ 21-წლამდელი ფეხბურთელების დამატება სარეზერვო გუნდიდან).

tuttomercatoweb.com-ის ცნობით, "ემპოლის" განაცხადი უკვე მზად არის და მასში 24 ფეხბურთელია. როგორც ხედავთ, "ემპოლი" ერთი ფეხბურთელის დამატებისთვის ადგილს იტოვებს.

და ერთი სახალისო ინფორმაციაც, რომელიც მჭედლიძეს ეხება - fantagazzetta.com-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა "სიმბოლური ნაკრები", რომელთა გვარებს იტალიაში სწორედ ვერასოდეს ამბობენ.

"მჭედლიძე - ამ გვარში დ თითქოს, სილამაზისთვისაა - იტალიელები, როგორც წესი, "მჭელიძეს" ამბობენ".

უცნაურგვარიანი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ